|
|
 |
| |
|
2010 წლის 24 მაისს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჯგუფები "ნიკოლ-შოუ" "მგზავრები" "ფრანი" ნიაზ დიასამიძე, სალომე კორკოტაშვილი, ინგა ბერაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ფონდ "იავნანას" ახალი ჰიმნი ჩვენ ავაშენებთ სახლს. სიმღერის ავტორი გიგი გეგელაშვილი.
საქველმოქმედო აქციაზე 8 წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა ფონდ "იავნანას" დადგენილება სწავლების საფასურის გადახდის შესახებ. სადაზღვევო კომპანია "ალფა "ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის 2 სტუდენტს გაუწევს ფინანსურ დახმარებას.
კონცერტის დასასრულს 3 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ბარაბაძეების 6 შვილიან ოჯახს სახლი დავით კაკაბაძემ გადასცა. კურტანიძეების 6 შვილიან ოჯახს სახლი კახი კალაძემ შეუძინა. ასევე საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა ციყელაშვილების 7 შვილიან ოჯახს. მათთვის სახლი შეძენილი იქნა ქალაქ ხაშურში.
საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო ფორტუნა
იავნანას მედიაპარტნიორი - რუსთავი 2
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის პატრონაჟით
|
| |
| |
2010 წლის 12 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა. ნიკო გომელაურის ლექსებს მისი მეგობრები ზაალ ჩიქობავა, კახა მიქიაშვილი, რატი ამაღლობელი, ზურა ყიფშიძე, მარი კიტია კითხულობდნენ. კონცერტის დასასრულს 3 მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. მექერიშვილების ოჯახის ისტორია კახი კალაძემ "იავნანას" ვებ-გვერდის მეშვეობით შეიტყო და მათთვის საკუთარი სახლის შეძენა გადაწყვიტა. ჯგერენაიები 5 ბავშვიან ოჯახს სახლი ზუგდიდის რაიონის სოფელ ეწერში კობა ნაყოფიამ შეუძინა. 5 მცირეწლოვანი ბავშვი მოხუც ბებიასთან იზრდება. ბავშვები დედამ რამოდენიმე წლის წინ მიატოვა, მამა გარდაცვლილი ჰყავთ. გრიგოლიების 8 შვილიან ოჯახს სახლის გასაღები "ვითიბი" ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ გადასცა. მრავალშვილიანი ოჯახი სხვის საცხოვრებლად უვარგის, ავარიულ სახლში ცხოვრობდა.
თამარ ლებანიძის ინიციატივით ბანკი "კონსტანტა" 1 წლის განმავლობაში აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა 15 ბავშვს გაუწევს დახმარებას.
დავით ოქიტაშვილმა კომპიუტერი გადასცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს ნანა ბრეგვაძეს. ფონდმა "ივნანამ" კომპიუტერი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტს ქეთევან ხანჯალიაშვილს შეუძინა.
ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველები გამოეხმაურნენ "იავნანას" ვებ-გვერდზე განთავსებულ წერილს, სადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ იორემეს საბავშვო ბაღის გამგე ბავშვებისთვის საწოლებს ითხოვდა. ჩვენი თანამემამულეების მიერ შეგროვებული თანხით შესაძლებელი გახდა 20 მცირეწლოვანი ბავშვისათვის საწოლების შეძენა. გადმორიცხული თანხით ასეევე დახმარება გაეწევა კოჯრის ბავშვთა სახლს.
ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს ლაშა ლომიძეს და გერმანიაში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსს გიორგი ცაგარელს ფონდი სწავლის გაგრძელებაში დაეხმარება.
ფონდ "იავნანას" ოქროს რაშები გაწეული ქველმოქმედებისათვის გადაეცათ ნინო ქათამაძეს, ნიკო გომელაურს, ნიკა მემანიშვილს და ანზორ ქოქოლაძეს.
|
| |
| |
|
3 მარტი - დედის დღე
"იავნანა" 6 წლის გახდა
2010 წლის 3 მარტს ფონდმა "იავნანამ" და რუსთავი 2 ერთობლივი
ტელემარათონი
გამართეს, აქცია ასევე გადაიცემოდა ისრაელში მაუწყებელი ქართული ტელეკომპანია "ჯი-თი-ვის" პირდაპირი ეთერით, საქველმოქმედო კონცერში მონაწილეობისთვის საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი, მოწვეულ სტუმართან და პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები. საქველმოქმედო აქცია აგვისტოს ომის დროს დაობლებული 130 ბავშვისათვის ყოველთვიური დახმარების პროექტს და ფონდ " იავნანასადმი" გაგზავნილი ბავშვების ოცნებების ასრულებას მიეძღვნა. რამდენიმე საათიანი ტელემარათონის დასასრულს ასევე 3 მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ხოხონიშვილების 6 შვილიან ოჯახისათვის 2 სართულიანი სახლი სოფელ ბოდბეში შეიძინა ლონდონში მოღვაწე ქართველმა დიზაინერმა ლაკო ბუკიამ. რესულიძეების 7 შვილიანი ოჯახისათვის სახლი შეძენილია წალკაში. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგოითში იცხოვრებს კინწურაშვილების შვიდშვილიანი ოჯახი. ტელემაყურებელთა მიერ შემოწირული თითო ლარით არაერთი ბავშვისა და ოჯახის ბედი შეიცვალა სასიკეთოდ. 3 წარჩინებულ სტუდენტს ფონდი "იავნანა" დაუფინანსებს სწავლის გადასახადს.
აქციის მსვლელობისას ჩართული იყო ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც შემოწირულობებს ყველასათვის საყვარელი მსახიობები იღებდნენ. ღუდუშაურის კლინიკა და მისი დირექტორი აგვისტოს ომის დროს დაღუპულ ჯარისკაცთა 7 ბავშვს გაუწევს დახმარებას. კახი კალაძე 10 ბავშვს გაუწევს მეურვეობას. კომპანია "საქკაბელი" და მისი ხელმძღვანელი ედიშერ მამალაძე 1 ბავშვს ჩაურიცხავს ყოველთვიურ დახმარებას. გიორგი ჯავრიშვილის ოფთალმოლოგიური კლინიკა უფასოდ მოემსახურება ხელმოკლე ოჯახებს. პროფესორი მამუკა მარგველაშვილი ასევე უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას სთავაზობს ხელმოკლე ოჯახებს. აგვისტოს ომის დროს დაზარალებულ ოჯახებს უფასო გამოკვლევებს ჩაუტარებენ კლინიკაში ციტო. დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული უნივერსიტეტის რექტორი დავით ჩიტაია ყოველთვიურ დახმარებას გაუწევს ბატიაშვილების ოჯახს და ასევე საკუთარ საცხოვრებელ სახლს შეუძენს ერთ მრავალშვილიან ოჯახს. კომპანია ბიდიო კვლავ გაუგრძელებს ერთწლიან დახმარებას აგვისტოს ომის დროს დაღუპული ჯარისკაცების 5 შვილს. კომპანია ნიბა ინვესტმა გადმორიცხა 5000 ლარი. ასევე 5000 ლარს გაიღებს კომპანია "ევროპლანტ ჯორჯია". 5 000 დოლარი ჩარიცხა იაშა ელიგულმა, 1000 ლარი ვაჟა იუკურიძემ 2000 ლარი ჩარიცხა ნიკა ივანიშვილმა, 500 ლარი საპატრიარქოსთან არსებულმა ქალთა საზოგადოებამ. 500 ლარი "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" თანამშრომელმა აკაკი ბერიძემ. მიშა, დათო, ბადრი ხუხაშვილებმა 300 დოლარი. 1000 ლარი ელმავალმშენებლის პროფკავშირებმა. 1800 ლარი ალექსანდრე წულაიამ. ისრაელის ქ. ლოდის წმინდა გიორგის ეკლესიის ქართველმა მრევლმა გადმორიცხა 1474 ლარი.
|
| |
| |
|
საქართველო და მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად
2010 წლის 21 იანვარს ფონდმა იავნანამ თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ტელემარათონი გამართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ საოპერო ვარსკვლავები მიშელ კრაიდერი, მარჩელო ალვარესი და ამბროჯიო მაესტრი.
ტელე-მარათონი ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მიეძღვნა.
მაგთის, ჯეოსელის, ბილაინისა და გაერთიანებული ტელეკომის მეშვეობით მაყურებელს საშუალება ჰქონდა ნომერზე 30-30 დაერეკა და მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო აქციაში. კონცერტის მსვლელობისას შეგროვდა 75 ათასი ლარი.
გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის "იავნანას" ოქროს რაშით დაჯილდოვდნენ ფონდ "იავნანას" მეგობრები მარჩელო ალვარესი, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით საყვარელიძე.
საღამოს დასასრულს მრავალშვილიან, მუშარბაძეების შვიდშვილიან ოჯახს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები. ისინი წალკის რაიონში სოფელ ედიქილისაში დროებით სხვის, ბავშვებისათვის საშიშ, საცხოვრებლად უვარგის სახლში ცხოვრობდნენ. მუშარბაძეების ოჯახი წალკაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც საკუთარი სახლი სტიქიური უბედურების შედეგად დაენგრათ.
უსახსრობის გამო ბავშვები სკოლაში არ დადიან. არ აქვთ საკმარისი ტანსაცმელი და სახელმძღვანელოები.
კონცერტის მსვლელობისას ასევე ცნობილი გახდა, რომ მრავალშვილიან ოჯახს ყოველთვიურ ფინანსურ დახმარებას გაუწევს გადაცემა "ნანუკას შოუ"
კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გაუწევს ფინანსურ დახმარებას შ.პ.ს. "თვალის კლინიკის" დირექტორი მანანა შეროზია.
|
|
2009
|
| |
|
პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ"
20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა
2009 წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ფონდმა “იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი გამართა. მსოფლიოში აღიარებული პროექტით - `3 ტენორი” მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის, ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები – მარკო ბერტი, პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე წარსდგნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი. საქველმოქმედო კონცერტი გადაიცემოდა ტელეკომპანია “მზისა” და I სტერეოს და საქართველოს რადიოს პირდაპირი ეთერით. კონცერტის მსვლელობისას ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის აბონენტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო აქციაში.
ნომერზე 30-30 დარეკვის შედეგად შემოსული 50 ათასი ლარი აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება. მათ კიდევ 6 თვით გაუგრძელდებათ ყოველთვიური დახმარება, რომელიც ფონდმა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო.
საქველმოქმედო აქციაზე კიდევ ერთ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა სახლის გასაღები. 7 შვილის მარტოხელა დედა ლალი ლოხიშვილი ბავშვებთან ერთად საკუთარ 2 სართულიან სახლში იცხოვრებს. სახლის დაზღვევას უზრუნველყოფს კომპანია “ირაო”
თემურ ჩხეიძე და ნანი ჩიქვინიძე ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტს გიორგი სალაღიშვილს სწავლის საფასურს გადაუხდის. შეიქმნა კიდევ ერთი ახალი სამეგობრო, რომელიც გელაშვილების 10 შვილიან ოჯახს გაუწევს ყოველთვიურ დახმარებას.
დუშეთის ბავშვთა სახლს გადაეცა ვატა როდონაიას მიერ შემოწირული პიანინო.
კონცერტის დასასრულს იავნანას “ოქროს რაშით” დაჯილდოვდნენ ფონდ “იავნანას” მეგობრები ჭაბუა ამირეჯიბი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, პიერო ჯულიაჩი, მარკო ბერტი.
პროექტის რადიოპარტნიორი ფორტუნა FM- 106.9.
|
2009 წლის 14 ივლისს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ისტერნ პრომოუშენის
თანადგომით ქ.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევროპის საუკეთესო
სოლო-მომღერალმა ქეთი მელუამ საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა მრავალშვილიან
დედას ლელა ჩილაშვილს, რომელიც 7 ბავშვთან ერთად სხვის, საცხოვრებლად
გამოუსადეგარ სახლში ცხოვრობდა.
მეორე საქველმოქმედო კონცერტი ქეთი მელუამ 2009 წლის 15 ივლისს ბათუმის
ბულვარში, ღია ცის ქვეშ გამართა. ამჯერად საკუთარი სახლის გასაღები
გადაეცა 7 შვილის დედას მზია ურუშაძეს.
პროექტის მედიაპარტნიორი რუსთავი 2.
|
|
2009 წლის 3 მარტს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" დაარსებიდან 5 წლის იუბილეს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული ტელემარათონით აღნიშნა, რომლის ტრანსლირებაც რუსთავი 2-ის პირდაპირი ეთერით მოხდა.
სამი საათის განმავლობაში ქართველმა მაყურებელმა კიდევ ერთხელ იხილა საუკეთესო ნომრები "იავნანას" კონცერტებისდან ლეგენდარული მსახიობებისა და მომღერლების შესრულებით.
საღამოს დასასრულს სოციალურად დაუცველ სამ ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები. მარათონის შედეგებს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი წიტაიშვილების, კვარაცხელიებისა და სიფრაშვილების ოჯახი თბილისში ელოდა. რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში 3 მარტს 16 ბავშვის ცხოვრება შეიცვალა. ისინი ბავშვთა სახლიდან დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახს. კონცერტის მსვლელობისას ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის აბონენტებს, ნომერზე 30-30 დარეკვით საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო აქციაში.
პაატა ბურჭულაძის ფონდ "იავნანას" 5 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გრანდიოზული ტელემარათონის შედეგად შემოსულმა თანხამ მთლიანობაში 162 841 ლარი შეადგინა. ფონდი "იავნანა" ამ თანხითა და ბიზნესმენთა შემოწირულობით, ნაცვლად წინასწარ გამოცხადებული 3 ოჯახისა 7 ოჯახისთვის შეიძენს ბინას და აგვისტოს ომის დროს დაობლებულ ყველა ბავშვს გააწევრიანებს დახმარების ერთწლიან ყოველთვიურ პროგრამაში. მაყურებელთა მხარდაჭერით და უპრეცედენტო აქტივობით შვიდი ოჯახისთვის გახდა შესაძლებელი ბინის შეძენა.
ამრიგად, 3 მარტის საქველმოქმედო მარათონის შედეგად მაყურებელთა შემოწირულობით სულ 7 ოჯახი გაერთიანდა და 41 ბავშვი იცხოვრებს საკუთარ სახლში დედასთან ერთად.
|
| |
| |
|
2009 წლის 4 იანვარს პააატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების მონაწილეობით. ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა "ნაბუქო" თბილისის ოპერის თეატრში პირველად შესრულდა (საკონცერტო შესრულება) და მიეძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეს.
შემოსული თანხა ობოლ და მშობლების მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს მოხმარდა. საღამოს დასასრულს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 2 ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები.
4 იანვრიდან ოზურგეთის რაიონის, სოფელ ცხემლისხიდში საკუთარ სახლში ცხოვრობს ძაგანიების 7 შვილიანი ოჯახი. მრავალშვილიან ოჯახს სახლის გასაღები საქველმოქმედო საღამოს მასპინძელმა კობა ნაყოფიამ გადასცა. ქურიძეების 10 შვილიანი ოჯახისათვის საკუთარი სახლი საღამოს გენერალურმა სპონსორმა "შირნხოფერმა" შეიძინა ქალაქ ლანჩხუთში.
საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერი კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი".
პროექტის მასპინძლები კომპანია "ვისოლი" და "ახალი ქსელები"
|
| |
| |
|
2008
|
| |
| |
|
2008 წლის 28 დეკემბერს ფონდმა "იავნანამ" და სავაჭრო ცენტრმა "გუდვილმა" აგვისტოს მოვლენების შედეგად დაობლებულ, დიტო რაზმაძეს საახალწლო ნაძვის ხე და საჩუქრები გადასცა. პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" აიღო ვალდებულება მზრუნველობა გაუწიოს 7 წლის დიტო რაზმაძეს. მისთვის ასევე შეძენილი იქნა ბინა ქალაქ გორში.
|
| |
|
|
|
2008 წლის 20 ნოემბერს ფონდ "იავნანასა" და "მაკდონალდსის" ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართა. "მაკდონალდსმა" სათნოების, მომავლისა და წყნეთის ბავშვთა სახლში სახლში მცხოვრებ 60 ბავშვს უმასპინძლა. აქციაში მონაწილეობა მიიღეს ფონდის მეგობრებმა გივი ბერიკაშვილმა, ეკა მამალაძემ, ნუკრი კაპანაძემ.
|
|
|
|
ფონდი "იავნანა" და "ტოიოტა" იწყებენ ერთობლივ საქველმოქმედო აქციას.
|
აგვისტოს მოვლენების შედეგად დაღუპული ჯარისკაცების არასრულწლოვანი შვილები ყოველთვიურ დახმარებას მიიღებენ ერთი წლის განმავლობაში.
|
|
|
|
|
2008 წლის 26 სექტემბერს პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში აღიარებულ საოპერო მომღერლებთან ერთად გორში მცხოვრებ დევნილებს ესტუმრა, რომელთაც საჩუქრად ქართულ-ლიტვური კომპანიის "ACME COMPUTER COMPONENT" მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება გადაეცა.
|
|
|
|
|
|
25 სექტემბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო აქცია გაიმართა
2008 წლის 25 სექტემბერს აგვისტოს მოვლენების შედეგად დაობლებული ბავშვების დასახმარებლად მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლებმა ვერდის რექვიემი შეასრულეს. საქველმოქმედო კონცერტ-აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ ოლგა რომანკო-პრიმავერა (სოპრანო), ლუჩიანა დინტინო (მეცო-სოპრანო), რამონ ვარგასი (ტენორი)
აქციის დასასრულს საკუთარი საცხოვრებელი ბინა გადაეცა ლიახვის ხეობიდან დევნილ 11 შვილის დედას ჟუჟუნა მაისურაძეს, სოფელ ერედვიდან დევნილ 7 შვილის მარტოხელა დედას ლია ვახტანგაშვილს, 7 შვილის დედას ლია ღერკენაშვილს, რომელსაც ფონდმა შარშან სოფელ თამარაშენში შეუძინა საკუთარი სახლი და აგვისტოს მოვლენების შედეგად სრულიად დაინგრა. საკუთარი ბინა ექნება 7 წლის დიტო რაზმაძეს, რომელსაც მამა და ფეხმძიმე დედა დაეღუპა დაბომბვის დროს. ამჟამად ცხოვრობს ბებია-ბაბუასთან. ელენე, მარი, ლევანი და ვალერი მჭედლიძე გორში საკუთარი სახლის დაბომბვის შედეგად დაობლდნენ. საერთო არეულობის დროს ელენე და მარი ტაშისკარის ბავშვთა სახლში მოხვდნენ. დღეს ოთხივე ბავშვი ერთად არის და ბებიასთან ერთად ახალ სახლში ცხოვრობს.
|
|
|
| |
|
სტომატოლოგიურმა კლინიკამ დენტივერი XXI, რომელიც 1989 წელს ბატონი ოთარ ბახტაძის ხელმძღვანელობით დაარსდა, გამოთქვა მზადყოფნა ფონდ იავნანასთან ერთობლივად, სამი ბავშვთა სახლის აღასაზრდელებისათვის გაეწია უფასო სტომატოლოგიური გამოკვლევები და მკურნალობა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში მკურნალობა ჩაუტარდება მომავლის სახლის, თბილისის #202 უსინათლო ბავშვთა სკოლა პანსიონისა და #203 ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონის 104 აღსაზრდელს.
|
|
|
| |
|
ფონდ "იავნანას" საჩუქარი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.
2008 წლის 5 ივნისს 2 კვირიანი დასვენების შემდეგ, ბრატისლავადან დაბრუნდნენ ბავშვთა სახლის აღსაზრდელები. ჩვენი თანამემამულის ნოდარ გიორგაძის მიწვევით საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლში მცხოვრებმა უდედმამო და მშობლების მზრუნველობამოკლებულმა ბავშვებმა უკვე მეოთხედ დაისვენეს ბეშენოვას ფეშენებელურ სარეაბილიტაციო ცენტრში. 2 ივნისს ანსამბლ "შვიდკაცასა" და სხვა სტუმრებთან ერთად ქალაქ რუჟომბეროკში საქართველოს დამოუკიდებლობისა და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. საღამოს დაესწრენ ქალაქის მერი, გუბერნატორი, სხვადასხვა აკადემიის რექტორები. ქართველი ბავშვები ამ მოგზაურობისას სლოვაკეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დაუმეგობრდნენ, 40 კაციან ქართულ დელეგაციაში "კომაროვის", "ი-ეს-ემისა" და "კავკასიის ბიზნეს სკოლის" წარჩინებული სტუდენტები
|
|
|
|
|
|
2008 წლის ივნისიდან კინოთეატრ "ამირანისა" და ფონდ "იავნანას" ერთობლივი საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში კინოთეატრ ამირანში ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თვეში ერთხელ დაესწრებიან მათთვის სასურველ საბავშვო სეანსებს.
|
| |
|
|
|
2 მაისს ფონდმა "იავნანამ" საქველმოქმედო კონცერტი ქალაქური მელოდიები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ბუბა კიკაბიძე, უფროსი თაობის ქართული ხმები. ფონდის აქციაში ამჯერად, ქუთაისელი მაყურებელი იღებდა მონაწილეობას. საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 7 შვილიან დიდბარიძეების ოჯახს. მშობლებს უსახლკარობისა და მძიმე პირობების გამო, ბავშვთა სახლში ჰყავდათ შვილები მიბარებული. 2 მაისიდან ბავშვებს საკუთარი სახლი აქვთ და მათ აღარასოდეს მოუწევთ დედასთან განშორება. მრავალშვილიან ოჯახს ასევე საჩუქრად გადაეცა საყოფაცხოვრებო ნივთები. 6 წარჩინებულ სტუდენტს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი.
საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა ფონდის მეგობარი, სახელგანთქმული გალინა ვიშნევსკაია ქალიშვილ ოლგა როსტროპოვიჩთან ერთად.
პროექტის მასპინძელი გახლდათ "იავნანას" აქტიური მხარდამჭერი, მეცენატი ბადრი კაკაბაძე.
|
| |
|
|
|
14 მარტს დოლორა ზაჯიკმა და პაატა ბურჭულაძემ წყნეთისა და საგურამოს ბავშვთა სახლები მოინახულეს და ბავშვებს საჩუქრები გადასცეს. ცნობილმა პლასტიკურმა ქირურგმა გია გვარამიამ საგურამოს ბავშვთა სახლს სარეცხი მანქანა და ტელევიზორი გადასცა.
|
|
|
| |
|
12 მარტს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სპექტაკლში აიდა ამნერისის პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა მეცო-სოპრანო დოლორა ზაჯიკმა. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. საქველმოქმედო სპექტაკლის დასასრულს ფონდ "იავნანას" მიერ შეძენილი ბინა გადაეცა ფონდ "პირველ ნაბიჯს" ოჯახური ტიპის ცენტრში ოთხი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი მომვლელებთან ერთად იცხოვრებს.
|
|
|
|
|
|
26-27 თებერვალს ფონდმა "იავნანამ" და თბილისის მერიამ მარჯანიშვილის თეატრში ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. ქალაქური მელოდიების მთავარი ამბავი საღამოში მონაწილეობისთვის ლოს-ანჯელესიდან და გერმანიიდან საგანგებოდ ჩამოსული ორი ქართველი მსახიობის ლევან უჩანეიშვილისა და რეზო ჩხიკვიშვილის ერთღიან თბილისურ ვოიაჟს ასახავდა. თეატრალიზირებულ სანახაობაში ქართველ მსახიობთა და მომღერალთა მთელი თანავარსკვალვედი მონაწილეობდა: გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, ბუბა კიკაბიძე, ნატო მეტონიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ნეკა სებისკბერაძე. ქალაქურმა მელოდიებმა ის მომღერლებიც გააერთიანა, ვინც მსმენელისთვის მხოლოდ ხმით იყო ცნობილი და სცენაზე არასოდეს არავის ენახა მიშიკო შენგელია, ვანიკო მაჟავარიანი, გურამ კალანდაძე, ივიკო საყვარელიძე. სცენარის მიხედვით საღამოს დასასრულს ყველა მონაწილე ივიკო საყვარელიძის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მოწვეულ სტუმართა შორის ძველი და ახალი თაობის ქართული ხმებიც იყვნენ. ლეგენდარული ზაურ ბოლქვაძის, გია ჭირაქაძის, გურამ თამაზაშვილის და ანსამბლის სხვა წევრების გამოჩენამ მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია. ამ საღამოზე პაატა ბურჭულაძეც უჩვეულო ამლუაში გამოდიოდა, მან გოგი ცაბაძის "ქუჩა, ქუჩა ალუბლებს" შეასრულა. ქალაქური მელოდიების დასასრულს ორ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები. პოპულის სუპერმარკეტებში განთავსებულ იავნანას ყულაბებში მოქალაქეთა შემოწირულობით ფონდმა შვიდშვილიან ოჯახს შეუძინა ბინა, რომლის გასაღებიც ბერიანიძეების "პოპულის" მარკეტინგის დირექტორმა გადასცა. საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი გადაეცა ქალბატონ ქეთევან შაბალაიძეს. ექვთიმე, თინათინი და ნატო წყნეთის ბავშვთა სახლიდან დაუბრუნდნენ საკუთარ დედას. ეს ბინა “იავნანამ” კომპანია "ბაგრატიონის" მიერ ჩატარებული აქციის შედეგად შეიძინა. გასაღები შამპანური ბაგრატიონის სახელით შაბალაიძეების ოჯახს ქალბატონმა მედეა ჩახავამ გადასცა. პროექტის ავტორი თეონა ჯორბენაძე. რეჟისორები გია კიტია, ლევან წულაძე. მხატვარი დავით აფციაური. საქველმოქმედო სპექტაკლის დასასრულს საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი გადაეცა ქეთევანს შაბალაიძეს, რომელმაც 3 შვილი ექვთიმე, თინათინ და ნატო წყნეთის ბავშვთა სახლიდან დაიბრუნა. ბინის გასაღებს კომპანია "ბაგრატიონის" სახელით გადასცა მსახიობმა მედეა ჩახავა.
|
|
| |
 9 მარტს გერმანიაში, ქ. უბახ-პალენბერგში ფონდ "იავნანა"ს მხარდასაჭერად, ქალაქის მერის პაულ შმიც-კროლის პატრონაჟით, საქველმოქმედო კონცერტი გამართა უბახ-პალენბერგის კამერული მუსიკის ანსამბლმა, რომელიც 1980 წლიდან მართავს საქველმოქმედო კონცერტებს და ეხმარება სოციალურად დაუცველ ხალხს მთელს მოფლიოში. ანსამბლის ხელმძღვანელია ჰერმან პაულ ჯოუკი, კონცერტმაისტერი გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტი მარიკა ასათიანი, რომელმაც მეორედ მიიღო "იავნანას" აქციაში მონაწილეობა. კონცერტზე შესრულდა ბახის, მონის, სტამიცის, ტელემანის, პერგოლეზისა და კალდარას ნაწარმოებები. კონცერტის პარალელურად გაიმართა ფოტო-გამოფენა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას საქართველოს კიდევ უკეთ გაცნობის საშუალება მისცა. აქციით შემოსული თანხა ფონდ "იავნანას" მიერ შერჩეულ გურგულიანების ოჯახს მოხმარდება.
ტანია გურგულიანი 68 წლისაა, ჰყავს ინვალიდი მეუღლე და უდედმამოდ დარჩენილი სამი მცირეწლოვანი შვილიშვილი.
|
| |
| |
|
ფონდ "იავნანას" გერმანელმა მეგობარმა დიტერ პაპემ საკუთარ იუბილეზე შეგროვებული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვების დასახმარებლად გადმორიცხა. დიტერ პაპემ მოწვეულ სტუმრებს მიმართა თხოვნით საჩუქრისთვის განკუთვნილი თანხა ქართველი ბავშვებისათვის გაეღოთ. აღნიშნული აქციით ფონდ "იავნანაში" ახალი ტრადიცია დამკვიდრდა. თანხა უკიდურესად გაჭირვებული მრავალშვილიანი ოჯახისათვის ბინის შეძენას მოხმარდება.
|
|
|
მონტე-კარლოს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ჟან ლუი გრინდას ინიციატივით, ფონდს გადმოეცა მონტე-კარლოს თეატრის დადგმა, სპექტაკლის ბედის ძალა გამზადებული პროექტი მთელი თავისი დეკორაციებით, რომელიც საჩუქრად გადაეცა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს.
|
| |
 სამშენებლო კომპანია "სასკომ" ფონდ იავნანას ანგარიშზე 15400 ლარი გადმორიცხა.
|
| |
შპს "გრეკო-ცენტრის" მიერ ფონდ იავნანასთვის გადმოცემული ფეხსაცმელები გაუნაწილდათ მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მიტოვების პრევენციისა და დეინსტიტუციონალიზაციის ქვეპროგრამაში ჩართულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ასპინძის ბავშვთა სახლისა და ქ.თბილისის ჩვილბავშვთა სახლის აღსაზრდელებს.
|
|
| 2007 |
| |
|
|
|
"ჯი-თი-სის" გენერალურმა დირექტორმა თათა სახელაშვილმა ბავშვებს სავაჭრო ცენტრში განთავსებული მაღაზიებისა და სუპერმარკეტთა ქსელის "პოპულის" მიერ მომზადებული საშობაო საჩუქრები გადასცა.
2007 წლის 29 დეკემბერს სავაჭრო ცენტრის ჯი-თი-სი დარბაზში თამრიკო ჭოხონელიძის სტუდიის აღსაზრდელთა საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, საღამოში მონაწილეობა მიიღეს მომავლის სახლის აღსაზრდელებმაც.
|
| |
სავაჭრო ცენტრ ჯი-თი-სი-სა და პოპული-სითი-ში დაიდგა "იავნანას" პირველი შესაწირი ყულაბები. |
| |
|
აქცია სამი კვირა სამი ოჯახის გადასარჩენად
აქციაში მონაწილეობა თითოეულ მოქალაქეს შეეძლება და ყველაზე მცირე შემოწირულობაც კი გადამწყვეტი იქნება იმ ოჯახებისათვის, რომელთა შვილები უსახსრობისა და უსახლკარობის გამო, ბავშვთა სახლში იზრდებიან.
პირველი შემოწირულობა 5000 ლარის ოდენობით აქციას შესწირეს დავით დოიაშვილმა, ნატო მეტონიძემ და ნიკა მემანიშვილმა. ეს გადაწყვეტილება მათ მიიღეს თბილისის მერიასთან ერთად. 1000 ლარი ფონდს აგრეთვე შესწირა ცნობილმა ხმის რეჟისორმა გენა მამედოვმა. .
|
| |
| |
| |
|
აქციაში სამი კვირა სამი ოჯახის გადასარჩენად ჩაერთო ქ.თბილისის სავაგონო დეპო. პროფკავშირები წევრების მიერ შეგროვილი თანხა ფონდ იავნანას პროფკავშირების თავმჯდომარემ გია დაღელიშვილმა გადასცა
|
| |
| |
|
14 დეკემბერს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ქალიშვილთან მონსერატ მარტისთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა საოპერო ხელოვნების ლეგენდამ მონსერატ კაბალიემ. აქციაში მონსერატ კაბალიეს პირადი ინიციატივით მონაწილეობდა თბილისის კონსერვატორიის მე-4 კურსის სტუდენტი მარიკა გულორდავა, ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიური ორკესტრს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი მაესტრო ხოსე კოლადო. საღამოს წამყვანმა ნინო არაზაშვილმა კონცერტის მსვლელობისას მოულოდნელად სცენაზე მოუხმო ბატონ პაატა ბურჭულაძეს. მსოფლიო ბანი მაყურებლის წინაშე 12 მოზარდთან ერთად შესაწირი ყულაბით ხელში წარსდგა. მან საზოგადოებას ამცნო, რომ დახმარება ესაჭიროებოდა ოჩამჩირეში მცხოვრებ გოგონას ქრისტინეს, რომელსაც სხეულის მძიმე დამწვრობა ჰქონდა მიღებული. საოპერაციო თანხა 20 500 ლარს შეადგენდა. პირველი შემოწირულობა მონსერატ კაბალიემ და მონსერატ მარტიმ გაიღეს, მათ 3000 აშშ. დოლარი ჩააგდეს ყულაბაში, ბავშვის დასახმარებლად 5 ათასი ლარი გაიღო კომპანიამ GEORGIAN TRADE CORPORATION ამ კეთილ საქმეში მთელი დარბაზი აქტიურად ჩაერთო, ქრისტინეს კონცერტიდან სულ რაღაც ერთი კვირის შემდეგ საჭირო ოპერაცია გაუკეთდა. ამ დღეს სამ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები, 28 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. პირველი ბედნიერი დედა მარინა ქანდავაძე იყო, რომელიც 7 შვილთან ერთად საერთო საცხოვრებელში ცხოვრობდა 15კვ.მ ფართობის ოთახში. ამის გამო, მისი 4 შვილი ბავშვთა დღის ცენტრში იყო მიბარებული. ქალბატონი მარინა ქანდავაძე თავის შვიდ შვილთან ერთად საკუთარ სამოთახიან ბინაში გადავიდა საცხოვრებლად. არასამთავრობო ორგანიზაცია USAID და SAVE THE CHILDREN თანადგომითა და შუამდგომლობით დანიურმა სახლმა საჩუქრად ავეჯი, ხოლო კომპანია "ბეკომ" საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა. ბინის გასაღები ოჯახს კომპანია რეალითი გრუპის ხელმძღვანელმა იავნანას მუდმივმა მხარდამჭერმა ბატონმა ალექსანდრე გოცირიძემ გადასცა.
სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ ღერკენაშვილების 7 შვილიან ოჯახს ბინის გასაღები საქართველოს პრემიერმინისტრმა ბატონმა ლადო გურგენიძემ გადასცა. ოჯახი საკუთარი ხელით ნაშენ ბარაკული ტიპის ერთ ოთახში ცხოვრობდა, ეს ფართი სამი საწოლის გარდა არაფრის დადგმის საშუალებას იძლეოდა. 14 დეკემბრიდან ვალერი, კონსტანტინე, ტარიელი, მარიამი, თამარი, ნოდარი, თორნიკე მშობლებთან ერთად სოფელ თამარაშენში, საკუთარ 2 სართულიან სახლში გადავიდენ.
სახლი ღერკენაშვილების ოჯახისთვის კომპანია "კალასმა" გაარემონტა. მესამე ბედნიერი ოჯახი 14 შვილიანი მუკბანიანების ოჯახი გახლდათ. ფონდმა იავნანამ ოზურგეთის რაიონში, ოზურგეთის რაიონის გამგეობისა და პირადად მისი გამგებლის ბატონ ვალერი ჩიტაიშვილის თანამონაწილეობით ამ ოჯახს საკუთარ ორსართულიან სახლი შეუძინა ბინის გასაღები მუკბანიანების ოჯახს თავად მსოფლიო ლეგენდამ მონსერატ კაბალიემ გადასცა.
|
| |
| |
|
13 დეკემბერს, მონსერატ კაბალიეს ვიზიტისადმი მიძღვნილ პრესკონფერენციაზე აქციის საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და "იავნანას" პრეზიდენტმა პაატა ბურჭულაძემ მოაწერეს ხელი ერთობლივი პროექტის ხელშეკრულებას.
|
| |
|
2007 წლის 3 დეკემბერს ლონდონში გაიმართა საქართველოს ბანკისა და ფონდ "იავნანას" ერთობლივი აქციის პრეზენტაცია საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ბატონი ლადო გურგენიძის ინიციატივით დაარსდა პირველი შემოწირულობა საქართველოს ბანკის უცხოელმა პარტნიორებმა შეიტანეს. ყოველი მოქალაქე, ვინც საქართველოს ბანკში გადარიცხავს ან შეიტანს თუნდაც ერთ ლარს მიიღებს ნარინჯისფერ სამაჯურს, რაც აქციაში მონაწილეობისა და ქველმოქმედების ნიშანი იქნება.
|
| |
| ჭელიძეების მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი. |
| |
| 14 ნოემბერს წყნეთის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს გადაეცათ დაბადების მოწმობები. |
| |
| |
| გამომცემლობების დიოგენესა და ინტელექტის მიერ შემოწირული სასკოლო სახელმძღვანელოები გადაეცა 20-მდე მზრუნველობამოკლებულ ბავშვს. |
ფონდმა "იავნანამ" ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურის სკოლას მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის საჩუქრად წიგნები და ტანსაცმელი გადასცა.
ტურისტული სააგენტო ჰორიზონტ ეირის სამეგობრო ყოველთვიურად დაეხმარება ორი შვილის მარტოხელა დედას ლალი ცქვიტიშვილს, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა ჩვილ ბავშვთა სახლში, ამჟამად დროებით ცხოვრობს ნათესავთან.
8 ოქტომბერს თბილისის ოპერის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო საღამო გაიმართა. შესრულდა კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები, რომელთა ფონზე ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა ზინა კვერენჩხილაძემ ქართული პროზისა და პოეზიის შედევრები წაიკითხა. საღამოს მეორე ნაწილი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ეგმონტს დაეთმო, სოპრანოს პარტია შეასრულა ჩაიკოვსკისა და მონსერატ კაბალიეს კონკურსების ლაურეატმა - მარიკა გულორდავამ. საღამოს დასასრულს საკუთარი ბინის გასაღები გადაეცა 6 შვილის დედას მალვინა ჯალაღონიას.
| |
|
2007 წლის 3 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო სოლო კონცერტი. კონცერტის დასასრულს ბიზნესმენ გოგი თოფაძის მიერ შეძენილი ბინის გასაღები გადაეცა მზია ნადირაძეს, რომელმაც სამი ვაჟი დაიბრუნა რუსთავის ბავშვთა სახლიდან. მაია თომაძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის წარჩინებულ სტუდენტს გიორგი გელაშვილს. სპონსორი მინისა და მინერალური წყლების კომპანია "ბორჯომი"
|
| |
| |
24 ივნისი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ქალთა კლუბის წევრებმა ქისტაურების მრავალშვილიან ოჯახს საყოფაცხოვრებო ნივთები შეუძინა.
ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელის ევა ბერგერის მიერ შემოწირული ტანსაცმელი გაუნაწილდა 14 სოციალურად დაუცველ ოჯახს.
ფონდის თანადაფინანსებით გამოიცა ქართველი მწერლის გოდერძი ჩოხელის რომანი წითელი მგელი
22 ივნისს ბავშვთა საკრებულომ ფონდის პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე უდედმამო ბავშვებზე ზრუნვისათვის დააჯილდოვა დიპლომით.
ქრისტინე თევზაძე-მეცხვარიშვილის მრავალშვილიანი ოჯახს კომპანია ჯეოსელის თანამშრომელთა მიერ შემოწირული თანხა გადაეცა.
2007 წლის 14 ივნისს ფონდმა იავნანამ წიგნის საერთაშორისო მე-IX ფესტივალში მიიღო მონაწილეობა. პაატა ბურჭულაძის ფონდის მოწოდებას ერთად გადავარჩინოთ მომავალი ცნობილი ქართველი მწერლები შეუერთდნენ. ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა, ოთარ და თამაზ ჭილაძეებმა, ანა კალანდაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუხრან მაჭავარიანმა, გოდერძი ჩოხელმა, დავით მაღრაძემ მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერად ფონდ იავნანას თავიანთი წიგნები გადასცეს საჩუქრად. აქციას მხარი დაუჭირეს გარდაცვლილ მწერალთა - ნოდარ დუმბაძის, არჩილ სულაკაურის, მორის ფოცხიშვილის, გურამ ფანჯიკიძის და სხვათა ოჯახებმა. გამომცემლობებმა - აზრი, პაატა ნაცლიშვილის გამომცემლობა, ბაკმი, საქართველოს ი.ჭავჭავაძის სახელობის წიგნის მოყვარულთა საზოგადოება. გარდა მაღალმხატვრული ღირებულებისა ამ გამოცემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მწერალთა ავტოგრაფები, რაც ცნობილმა ავტორებმა თითოეული წიგნის პირველ გვერდზე საგანგებოდ ამ აქციისთვის დატოვეს. შემოსული თანხით, 2007-2008 სასწავლო წლის განმავლობაში, ყოველთვიური სტიპენდია დაენიშნა 2 წარჩინებულ მოზარდს ქ. თბილისის #61 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ირაკლი კოპაძეს და ქ. გურჯაანის #1 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ელიზბარაშვილს.
2007 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფონდ იავნანას მოწვევით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ. პროექტში მონაწილეობა მიიღო ოპერის თეატრის სიმფონიურმა ორკესტრმა, საქველმოქმედო აქციის დასასრულს გერმანიაში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა სევერიან კირკიტაძემ ბინის გასაღები გადასცა 7 შვილის დედას ლალი ლუკავას. კომპანია ბორჯომი მიერ შეძენილი ბინა გადაეცა მრავალშვილიან დედას ქრისტინა თევზაძეს, რომელმაც 3 შვილი დაიბრუნა ბავშვთა სახლიდან. მადრიდის საქველმოქმედო კონცერტზე გამოცხადებული ბინის გასაღები კომპანია ვისოლ-პეტროლიუმის წარმომადგენელმა პირადად გადასცა 5 შვილის მარტოხელა დედას თამილა ქისტაურს.
2007 წლის 16 მაისს ქ. მადრიდში საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ქართული სეზონის ფარგლებში გაიმართა საქველმოქმედო გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდენ თამარ ჯავახიშვილი, ბადრი მაისურაძე, ლექსო თორაძე, თამარ ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები, ვაჟთა ანსამბლი ფესვები. საქველმოქმედო აქციის დასასრულს საკუთარი სახლი გადაეცა შერმადინ ლეკიშვილს, რომელსაც ჰყავს 8 შვილი და 3 შვილიშვილი. ბავშვების დედა გარდაიცვალა მშობიარობის დროს. ასევე საკუთარი ბინა გადაეცა 5 შვილის მარტოხელა დედას თამილა ქისტაურს, რომელმაც 3 შვილი დაიბრუნა ბავშვთა სახლიდან. ბავშვების მამა დაიღუპა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს.
გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში 15 მრავალშვილიან ოჯახს, რომლებსაც ფონდმა იავნანამ საკუთარი სახლები შეუძინა, ყოველთვიურად საკვები პროდუქტები გადაეცემა.
ქართველი მწერლების, პოეტებისა და გამომცემლობების მიერ ქველმოქმედების წესით ნაჩუქარი წიგნებიდან ფონდმა იავნანამ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბიბლიოთეკას გადასცა 35 დასახელების 76 წიგნი.
16 აგვისტოს გაიმართა გერმანიაში მოღვაწე ქართველი პიანისტის მარიკა ასათიანის საფორტეპიანო კონცერტი, რომელიც ექოკარდიოგრაფიის სპეციალისტთა საერთაშორისო კონფერენციის გახსნას მიეძღვნა. პროექტის ორგანიზატორებისა და პიანისტ მარიკა ასათიანის ინიციატივით კონცერტიდან შემოსული თანხა მოხმარდა ცერებრალური დამბლით დაავადებულ თიკა რეხვიაშვილს.
ფონდ "იავნანას" შუამდგომლობით კომპანია "ჯეოსელის" თანამშრომელთა მომსახურების განყოფილებამ 3 შვილის დედას, ლამზირა ჩალაძეს მკურნალობისთვის საჭირო თანხა გადასცა. ოჯახს ასევე გადაეცა საკვები პროდუქტები.
2007 წლის 17 აპრილს კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში გაიმართა მსახიობ სესილია თაყაიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო სპექტაკლი. ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად ამერიკიდან სპეციალურად ჩამოვიდა ლევან უჩანეიშვილი. საქველმოქმედო სპექტაკლის დასრულების შემდეგ საკუთარი ბინა გადაეცა 5 შვილის დედას დოდო მარაქველიძეს.
ფონდმა იავნანამ მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა დღის ცენტრ რწმენა-ს გადაურიცხა ელექტოენერგიის გადასახადი.
ფონდმა "იავნანა" მშობლების მზრუნველობამოკლებულ ჯემალ ვეფხვაძეს სწავლის საფასური გადაურიცხა.
სამედიცინო ცენტრ "ციტოს" მიერ ჩვილ ბავშვთა სახლის 100-ზე მეტ აღსაზრდელს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა.
შსს სამინისტროს თანამშრომლების მიერ შემოწირული 260 ლარი გადაეცა 6 წლის ანა კალანდაძეს, რომელიც დაავადებულია ცერებრალური დამბლით.
მაღაზია "სანჩოს" მიერ გადმოცემული ფეხსაცმელები გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-პანსიონს გადაეცა.
2007 წლის 10 იანვარს ქ. თელ ავივში გაიმართა გრანდიოზული გალა-კონცერტი, რომელშიც მსოფლიო ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ საშა კორსანტია, ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ანსამბლი ქართული ხმები, ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი და სხვა. 13 იანვარს კომპანია ვისოლისა და ფონდ იავნანას ერთობლივი აქციის შედეგად შემოსული თანხით შეძენილი ბინა გადაეცა ბერიანიძეების ხუთშვილიან ოჯახს.
2007 წლის იანვრიდან ფონდმა "იავნანამ" საქართველოს ყველა ბავშვთა სახლს გამოუწერა საბავშვო ჟურნალი დილა
ცენტრ-პოინტის მენეჯერის ქეთი ჟორდანიას მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი ფონდმა "იავნანამ" გაუნაწილა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ მომავლის სახლს, 6 შვილის დედა ნანა ხატიაშვილს და ტუბ-დისპანსერში მცხოვრებ ტუბერკულიოზით დაავადებულ ოჯახს.
მომავლის სახლის აღსაზრდელებმა ლინდა თურქოშვილმა, ნინო და დიანა გასპარიანებმა თამარ ჭოხონელიძის მუსიკალურ სტუდიაში დაიწყეს სიმღერის, პლასტიკისა და მეტყველების შესწავლა.
დაიწყო კომპანია "ვისოლისა" და ფონდ "იავნანას" ერთობლივი აქცია. 20 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ვისოლის ბენზინგასამართ სადგურებზე თითოეული ლიტრი საწვავიდან ერთი თეთრი გადმოირიცხა ფონდის ანგარიშზე. თანხა მრავალშვილიანი ოჯახებისათვის ბინების შეძენას მოხმარდა. საკუთარი ბინები გადაეცათ ბერიანიძეებისა და ქისტაურების მრავალშვილიან ოჯახებს.
იაშვილის კლინიკაში მყოფი ახალშობილის ლუკა კვეკვესკირის სამკურნალო თანხა გადაეცა ბავშვის დედას, ოჩამჩირეში მცხოვრებ ედიტა ყოლბაიას.
ზურაბ ბაღდავაძის მიერ გადმოცემული საახალწლო საჩუქრები გაეგზავნა სმენადაქვეითებულ ბავშვთა სახლს.
ქ. სოჭში მცხოვრებმა ქართველებმა ქეთინო და ხათუნა ჯავახაძეებმა ფონდის პრეზიდენტს პაატა ბურჭულაძეს უდედმამო ბავშვებისათვის გადასცეს თანხა 100$ ოდენობით.
2006
მომავლის სახლში გაიმართა ირაკლი ჩარკვიანის სიმღერაზე მე გადმოვცურავ ზღვას ნიკუშა შენგელაიას მიერ მზრუნველობამოკლებულ ბავშვების თემაზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია.
2006 წლის 13 ნოემბერს შოთა რუსთაველის თეატრში "იავნანას" ეგიდით მსახიობ გურამ საღარაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საქველმოქმედო აქციის დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა 6 შვილის დედას, ნანა ხატიაშვილს რომელმაც 3 ბავშვი დაიბრუნა წყნეთის ბავშვთა სახლიდან
ფონდის პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე აირჩიეს გაეროს კეთილი ნების ელჩად.
ახალციხის ბავშვთა პანსიონატს ელექტროენერგიის საფასური გადაერიცხა.
სასტუმრო შერატონ-მეტეხი პალასმა ფონდ იავნანას შუამდგომლობით, მზრუნველობამოკლებულ შვიდ ბავშვს შეასწავლა მზარეულის პროფესია და დაასაქმა.
მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს ქალთა კლუბის წევრებმა ჩამოაყალიბეს სამეგობრო და მომავლის სახლს გადასცეს 1000 ლარი ფეხსაცმლის სახელოსნოს ასამუშავებლად. მომავლის სახლის აღსაზრდელებმა ამ თანხით შეკერეს ფეხსაცმელები და მონაწილეობა მიიღეს გამოფენაში, რომელიც საფრანგეთში გაიმართა.
შპს ალგორითმა ფონდს საჩუქრად კომპიუტერები გადმოსცა.
"ცენტრ-პოინტის" მენეჯერმა ნინო შარიქაძემ გლდანის ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრში მცხოვრებ ლადო და გიორგი სანადირაძეების მშობლებს სოფელ გლდანში შეუძინა მიწის ნაკვეთი პატარა სახლით. თბილისში მცხოვრებ ძმებთან ერთად საკუთარ ოჯახს რუსეთის ბავშვთა სახლში მცხოვრები სანადირაძეების მესამე ძმაც დაუბრუნდა.
მომავლის სახლის აღსაზრდელებმა ლინდა თურქოშვილმა, ნინო და დიანა გასპარიანებმა თამარ ჭოხონელიძის მუსიკალურ სტუდიაში დაიწყეს სიმღერის, პლასტიკისა და მეტყველების შესწავლა.
"ცენტრ-პოინტის" მენეჯერის ქეთი ჟორდანიას მიერ გამოგზავნილი ტანსაცმელი ფონდმა იავნანამ გაუნაწილა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ მომავლის სახლს, 6 შვილის დედა ნანა ხატიაშვილს და ტუბ-დისპანსერში მცხოვრებ ტუბერკულიოზით დაავადებულ ოჯახს.
ავსტრიის თეატრების ჰოლდინგის ხელმძღვანელმა გეორგ შპრინგერმა "იავნანას" საჩუქრად გამოუგზავნა ვენის საოპერო თეატრის მთლიანი პროექტი მანონ ლესკო. ფონდმა დეკორაციები თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს გადასცა.
24 მაისს ოპერის თეატრში გაიმართა ლეგენდარული სუხიშვილების საქველმოქმედო კონცერტი. კონცერტის დასასრულს საკუთარი ბინის გასაღები გადაეცა ჭუმბურიძეების მრავალშვილიან ოჯახს, რომლებმაც 6 შვილი დაიბრუნეს წყნეთის ბავშვთა სახლიდან.
შვეიცარულმა ორგანიზაცია NEW ACCESS-მა, რომლის ხელმძღვანელია ალექსის სიკორსკი, ფონდს საჩუქრად გამოუგზავნა კომპიუტერები, რომლებიც ბავშვთა სახლებს გადაეცა. ალექსის სიკორსკის შვილებმა საშა და მიშა სიკორსკებმა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს საკუთარი სათამაშოები გამოუგზავნეს. საჩუქრები ურეხის, წალენჯიხის და ჩაქვის ბავშვთა სახლებს გადაეცათ.
2006 წლის 26 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში იავნანას ეგიდით გაიმართა სპექტაკლი "აიდა", რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მსოფლიოში აღიარებულმა ამერიკელმა სოპრანომ მიშელ კრაიდერმა, მსოფლიოს პირველმა ბანმა პაატა ბურჭულაძემ და ქართველმა ტენორმა ბადრი მაისურაძემ. სპექტაკლის დასასრულს იავნანას მიერ შეძენილი სახლის გასაღები გადაეცა ახალქალაქის ინვალიდ ბავშვთა სახლში აღზრდილ ახალდაქორწინებულ წყვილს ანა შახბაზოვასა და გოჩა კუძიევს. მანანა და გოდერძი ბუკიების მიერ შეძენილი საკუთარი სახლის გასაღები ასევე გადაეცა ცანავების ხუთშვილიან ოჯახს, რის საფუძველზეც ხუთივე შვილი დაბრუნდა საკუთარ დედასთან, 27 ივნისიდან ცანავების ოჯახი დედოფლისწყაროში დასახლდა, სადაც ორსართულიან სახლთან ერთად მათ ხეხილიანი ეზო და საკუთარი თონე ექნებათ.
დაბადებიდან ინვალიდ, 9 წლის ჯაბა მურცხვალაძეს სამკურნალო თანხა გადაერიცხა.
4 წლის ზოია კასრაძის ანგარიშზე გადაირიცხა გადაუდებელი ოპერაციისთვის საჭირო თანხა.
ფონდ "იავნანას" შუამდგომლობით სახალხო აფთიაქმა კანის სიმსივნით დაავადებულ 5 წლის თამარ ხეცურიანს წამლები გადასცა.
11 აგვისტოს ბათუმის თეატრში გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი-აქცია, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები მონაწილეობდნენ. საქველმოქმედო კონცერტის ტრანსლაცია 6 სატელევიზიო არხზე მიმდინარეობდა. კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები 5 შვილის დედას მარგარიტა მიქელაძეს გადაეცა, რომელმაც სამი ბავშვი სალიბაურის ბავშვთა სახლიდან დაიბრუნა. მიქელაძეების ოჯახი 2 შვილთან ერთად უფანჯრო, ნესტიან სარდაფში ცხოვრობდა.
ცერებრალური დამბლით დაავადებული მცირეწლოვანი ეკა ცხადაძის ანგარიშზე გადაირიცხა საზღვარგარეთ სამკურნალოდ გასამგზავრებელი თანხა.
"იავნანას" შუამდგომლობით, პარიკმახერთა და კოსმეტოლოგთა ცენტრმა თბილისის #1 ბავშვთა სახლის აღსაზრდელს 16 წლის ნათია ფეიქრიშვილს სტილისტის პროფესია შეასწავლა.
ავიაკომპანია "საქავიასერვისმა" ფონდის შუამდგომლობით, ცერებრალური დამბლით დაავადებულ 7 წლის მარიამ არავიძის სამკურნალოდ გასამგზავრებლად, შეღავათიან ფასად გადასცა 2 ავიაბილეთი თბილისი-ოდესა-თბილისის რეისზე.
მომავლის სახლის აღსაზრდელებმა გიორგი ქართველიშვილმა და ლიკა კოშელევამ დაიწყეს მუშაობა ტელეკომპანიაში "მზე"
2005
იავნანას შუამდგომლობით კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელის რეზო არნანიაშვილის სწავლება დააფინანსა თბილისის მოზარდთა სახლმა. რეზოს გამოუჩნდა უცხოელი მეურვე, ქალბატონი ლუსინდა, რომელმაც შვილი სწორედ იმ დროს დაკარგა, როცა რეზოს დედა გარდაეცვალა.
მცირეწლოვანი ბარბარე ცხადაძის ანგარიშზე გადაირიცხა გადაუდებელი მკურნალობისათვის სამკურნალო თანხა.
ფონდის რეკომენდაციით ცნობილმა საოპერო მომღერალმა მედეა ამირანაშვილმა სასწავლებლად მიიღო მომავლის სახლში მცხოვრები მარიამ ლიპარტელიანი.
ეთერში გავიდა ტელეკომპანია მზის და ფონდ იავნანას ერთობლივი პროგრამა ტაბუს სპეციალურ გამოშვება, რომელიც მთლიანად მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პრობლემებს დაეთმო.
მომავლის სახლში დედასთან ერთად მცხოვრები გიორგი ქართველიშვილისთვის ქ. რუსთავში შეძენილი იქნა ბინა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის ლალი სამხარაძის მიერ ნაჩუქარი გერმანული პიანინო ფონდმა იავნანამ გადასცა მუსიკალურ სკოლა-ინტერნატს, სადაც სწავლობენ მზრუნველობამოკლებული ნიჭიერი ბავშვები.
#1 ბავშვთა სახლში მცხოვრები თათია მევლუდის ასულ გოჩოლეიშვილისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ცენტრში გადაირიცხა სწავლის საფასური.
ნატო ჭელიძის მრავალშვილიან ოჯახს გაეწია მატერიალური დახმარება.
2005 წლის 11 აგვისტოდან 14 სექტემბრამდე საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია არგოს მენეჯერის როზა იოსიფიდის მხარდაჭერით საბერძნეთის ქ. ათენისა და ქ. მურესიუს საზაფხულო ბანაკებში დასასვენებლად გაიგზავნა 80 უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებული ბავშვი.
ახალციხის გონებადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატისათვის შეძენილი იქნა ახალი მერხები და სკამები. საქტელკომპლუსის გენერალური დირექტორის გიორგი ხეჩუაშვილის ქველმოქმედებით ამავე სკოლას გადაეცა ახალი საწოლები.
სამი ძმა მენთესაშვილებისთვის, რომლებიც ძეგვის ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ, ფონდმა იავნანამ თბილისთან ახლოს, შეიძინა საცხოვრებელი სახლი, ხეხილიანი ბაღითა და მცირე მეურნეობით.
სლოვაკეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულე ნოდარ გიორგაძის მიწვევით, 2005 წლის 13-დან 27 მაისამდე ბრატისლავაში, საქართველოს სხვადასხვა ბავშვთა სახლიდან დასასვენებლად გაიგზავნა 30 უდედმამო ბავშვი.
ქ.ბერლინში მომღერალ ქეთი მელუას საქველმოქმედო კონცერტის მთლიანი შემოსავალი მოხმარდა გურჯაანის ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატის სამრეცხაო კორპუსის რემონტს, სადაც გერმანული ფირმა სიმენსის დახმარებით დამონტაჟდა ამავე ფირმის სარეცხი მანქანები.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გ.ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილ ბავშვთა რეანიმაციისათვის შეძენილი იქნა უახლესი ტიპის მართვითი სუნთქვის აპარატი.
ხაშურში, ტყეში მიტოვებულ ვაგონში, უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები მარტოხელა, მრავალშვილიანი დედისთვის ფონდმა იავნანამ შეიძინა კეთილმოწყობილი სახლი, მცირე მეურნეობით.
ქობულეთის რაიონის სოფ. ციხისძირში მცხოვრებ მძიმე ავადმყოფ ჯაბა მურცხვალაძის ანგარიშზე გადაირიცხა მკურნალობის თანხა.
ქ.თბილისში შეძენილი იქნა საცხოვრებელი ბინა, რომანოვების ახლადდაქორწინებული წყვილისათვის, რომლებიც მიუსაფარ ბავშვთა სახლში ცხოვრობდნენ.
შეძენილი იქნა საცხოვრებელი ბინა მიუსაფარ ბავშვთა სახლში მცხოვრებ მამულაშვილისა და ფარმანიანის ახლადდაქორწინებული წყვილისთვის.
მომავლის სახლისათვის, სადაც უდედმამო, მშობლების მიერ ქუჩაში მიტოვებული ბავშვები ცხოვრობენ, შეძენილი იქნა ლეიბები, საბნები, ბალიშები, თეთრეული.
შავნაბადას წმ. გიორგის მონასტერში მეცხოველეობის ფერმის ჩამოსაყალიბებლად, სადაც უდედმამო ბავშვები არიან დასაქმებული, ჩარიცხული იქნა 2400 ლარი. მიღებული შემოსავალი ხმარდება მანგლისი წალკის ეპარქიაში მცხოვრებ ობოლ ბავშვებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.
|
|
|
 |
|