ფონდ "იავნანას"
საბანკო რეკვიზიტები
ს.ს. "ვითიბი ბანკი ჯორჯია" ცენტრალური ფილიალი
ანგარიშის ნომერი ეროვნულ
ვალუტაში 39163608 
ბანკის კოდი 220101615
Acc.No: 31313618 /USD/
At: JS
VTB Bank GEORGIA, Central
Branch. Tbilisi, Georgia
SWIFT:UGEBGE22XXX
C/A: 36021436
At: CitiBank
NA, New York, USA
SWIFT: CITIUS33XXX
ABA:021000089
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Acc.No: 31313618 /EUR/
At: JS
VTB Bank GEORGIA, Central
Branch. Tbilisi, Georgia
SWIFT:UGEBGE22XXX
C/A: 949
82 70
At: Deutsche
Bank AG, Frankfurt, Germany
SWIFT: DEUTDEFF
-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
პროკრედიტ ბანკის ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი 220101922
ა/ნ 360801011300195
PAATA BURCHULADZE INTERNATIONAL FOUNDATION
"IAVNANA"
ACCOUNT : 361801011300178 (USD) (EUR)
BANK CODE (SWIFT CODE): MIBGGE22
BANK NAME: PROCREDIT BANK,CENTRAL BRANCH/TBILISI
BANK ADD.: TBILISI,TAMAR
MEPE AVE.18
1. ჩემს ოჯახთან ერთად ვცხოვრობ საპატრიარქოს თავშესაფარში. ჩემი შვილი გიორგი არის 7 წლის, რომელსაც ძალიან უყვარს ხატვა. მე კი იმის საშუალებაც არ მაქვს, რომ მისი პატარა ოცნება ჰქონდეს სახატავი რვეულები და ფერადი ფანქრები რეალობად ვუქციო. აპრილში ველოდები მეორე შვილს თუ შესაძლებლობა გექნებათ ასევე გთხოვთ დამეხმაროთ ტანსაცმლითაც.
2. მყავს 9 შვილი. ვცხოვრობთ კახეთში. არ გვაქვს საკუთარი სახლი. დროებით ვცხოვრობთ ყოფილი სამშენებლო ორგანიზაციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც არანაირი პირობები არ არის ბავშვების ნორმალური აღზრდისათვის. ჩემი მეუღლე დაავადებულია ფილტვების სიმსივნით. ვინაიდან ყოველდრიურად არსებობს გამოსახლების საფრთხე, მე და ჩემს შვილებს ქუჩაში დარჩენა გვემუქრება. გთხოვთ, მისცეთ ჩემს შვილებს ნორმალურ გარემოში ცხოვრების საშუალება.
მრავალშვილიან ოჯახს სახლი კახი კალაძემ შეუძინა.
3. მყავს 2 შვილი ნათია და ლელა. ვარ მარტოხელა. ჩემი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დავრჩით ღია ცის ქვეშ. ყოველგვარი საარსებო პირობების გარეშე. ლუკმა-პურის ფულიც კი არ გვქონდა, რომ თავი გვერჩინა. საკუთარ თავს არ დავეძებდი შვილები შიმშილით მეხოცებოდა. ამიტომაც გავხდი იძულებული ბავშვები წყნეთის ბავშვთა სახლში მიმეყვანა. ხშირად გამომყავდა და ვპატრონობდი, მაგრამ უერთმანეთოდ კიდევ უფრო გაგვიჭირდა და ახლა ისევ ერთად ვართ სამივე. მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა ორივე ძალიან კარგი მოსწავლეა. აქვთ ძალიან ბევრი ოცნება, მაგრამ ჩემი მთავარი საზრუნავი მაინც მათი განათლებაა. უმცროსი გოგონა IX კლასშია. ძალიან მიჭირს სწავლის საფასურის გადახდა. ჩემს შვილს ეს სკოლა ძალიან მოწონს და მისი მიტოვება არ უნდა.
მე ვიცი რამდენი ადამიანი გაგიხარებიათ. გთხოვთ დამეხმარეთ ჩემი შვილის სწავლის საფასურის გადახდაში.
4. ზუგდიდის რაიონის სოფელ ოირემეში მდებარეობს საბავშვო ბაღი, რომელიც ერთჯგუფიანია და ირიცხება 25 ბავშვი. უამრავი პრობლება გვქონდა, რომელიც კეთილი ადამიანების წყალობით მოვაგვარეთ. ახლა ჩვენი მთავარი პრობლება საწოლებია. პატარა ბავშვები, როცა დაიღლებიან პირდაპირ მაგიდაზე დებენ თავს ასე იძინებენ. გთხოვთ დაგვეხმაროთ ამ პრობლემის მოგვარებაში. ბავშვებთან ერთად ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.
საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საწოლები შეუძინა ჰოლანდიაში მოღვაწე მამა სერგიმ და მისმა ქართულმა მრევლმა.
5. მე ვარ ბარბარე. 6 წლის.
ძალიან მინდა ლამაზი ბარბი და მისი სახლი.
ძალიან მინდა ვნახო ზღვა.
სკოლაში რომ წავალ მინდა მქონდეს ლამაზი ბარბის ჩანთა.
ძალიან მინდა დაბადების დღე გასართობ ცენტრში.
ძალიან მინდა ჩემს დედას ჰქონდეს კარგი სამსახური.
მინდა ვცხოვრობდე ლამაზ სახლში.
მინდა კინოში და მაკდონალდსში.
მინდა ბევრი ლამაზი წიგნი.
მინდა მაპოვნინოთ მამა, რომელმაც მიმატოვა.
6. მე ვარ თინათინ რეხვიაშვილი. 19 წლის. ვცხოვრობ ხანდაზმულთა პანსიონატში. ჩვენი საცხოვრებელი ფართი შეეწირა ჩემს ჯანმრთელობას. ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. დაავადებული ცერებრალური დამბლით. დამოუკიდებლად გადაადგილება არ შემიძლია, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ვახერხებ აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას.....
ვსწავლობ ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის ფაკულტეტის პირველ კურსზე. ვწერ ლექსებს. გამოცემული მაქვს სამი პოეტური კრებული. ვმონაწილეობ კონკურსებში.
ვცხოვრობ დედასთან ერთად, რომელიც ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მუშაობს. მამა გარდამეცვალა. ჩვენი ძირითადი შემოსავალი არის ჩემი ინვალიდობის პენსია. ვიმყოფებით სიღარიბის ზღვარს ქვემოთ და ვარ სოციალურად დაუცველი. ვერ ვიხდით სწავლის გადასახადს. ძალიან გთხოვთ, დამეხმაროთ სწავლის საფასურის გადახდაში.
თინათინს სწავლის საფასური გადაუხადეს ნუკრი და გიორგი ჭიჭინაძეებმა.
8. 3 წლიდან ვიზრდებოდი ბავშვთა სახლში. მთელი ბავშვობა აუხდენელ ოცნებებში გავატარე. ახლა 3 შვილთან ერთად ვცხოვრობ მაუდის საერთო საცხოვრებელში. ჩემმა შვილებმა მთელი ბავშვობა სათამაშოს გარეშე გაატარეს. ნინო XII კლასშია. ბეჯითი მოსწავლეა. ოცნებობს კომპიუტერზე, რომელიც სწავლისთვის ძალიან სჭირდება. ზურაბი ოცნებობს ჰქონდენ საკუთარი საწოლის დასადგამი ფართი. მას ძმასთან ერთად უწევს წოლა. გიორგის ოცნებაა დიდი ფეხბურთელი გახდეს. ბურთი და სპორტული ფორმა უნდა ძალიან.
9. ოთხი შვილის დედა ვარ, ჩემს მეუღლეს თვალის ოპერაციაზე უარი უთხრეს რადგან მისი მხედველობის აღდგენის იმედი აღარა აქვთ. ჩემი უფროსი თერთერმეტი წლის გოგონა მუსიკალურ სკოლაში წარჩინებით სწავლობს. მიუხედავად იმისა, რომ შინ ფორტეპიანოც არა გვაქვს, ის ერთერთი საუკეთესო მოსწავლეა, მაგრამ უკვე ძალიან მიჭირს გადავიხადო მისი სწავლის საფასური თვეში 45 ლარი.
10. ჩემი 27 წლის ქალიშვილი ცერებრალური დამბლით არის დაავადებული. ჩვენი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი 75 ლარიანი პენსია და სიღარიბით გათვალისწინებული 54 ლარიანი დახმარებაა. ადვილი მისახვედრია როგორ გვიჭირს. ავადმყოფი შვილის სიცოცხლისთვის აუცილებელი ძვირად ღირებული მედიკამენტების კი არა, საკვების ყიდვაც კი უდიდეს სიძნელეს წარმოადგენს.
ბატონო პაატა დიდი იმედი მაქვს რომ დამეხმარებით შვილისთვის ელემენტარული პირობებისა და მკურნალობის უზრუნველყოფაში. ჩემი დიდი სურვილია ასევე, რომ შვილი წავიყვანო წმინდა მიწაზე, იერუსალიმში. დარწმუნებული ვარ რომ გოგონა ამის შემდეგ უკეთესად იგრძნობს თავს.
11. ძალიან გთხოვთ ყურადღებით წაიკითხეთ ჩემი წერილი, ვარ 13 წლის. მყავს მარტოხელა დედა, რომელიც მკურნალობს ფსიქიატრიულ კლინიკაში. მზრდის ავადმყოფი მოხუცი ბებია, ვცხოვრობ ჩუღურეთში, მამიდის ერთოთახიან ავარიულ ბინაში. სადაც დასაწოლი ადგილიც კი არა მაქვს და იატაკზე მიწევს ძილი. ძალიან გთხოვთ არსებობის საშუალება მომეცით, რომ მშიერი არ ვიყო. ქუჩაში პურის სათხოვნელად გამოსვლას სიკვდილი მირჩევნია. გჯეროდეთ არ შეგარცხვენთ.
12. ვუყურებ თქვენს მიერ გამართულ ღონისძიებებს და ვფიქრობ იქნებ შესძლოთ და
ჩემს პატარასაც დაეხმაროთ. გწერთ ქალთა და არასრულწლოვანთა მე-5 საერთო
საპყრობილიდან. მისჯილი მაქვს 6 წელი. გარეთ კი 1929 წლს დაბადებული დედა
და 8 წლის გიორგი დავტოვე, რომელსაც ცერებრალური დამბლა აქვს და საჭიროებს
ძვირადღირებულ მედიკამენტებს და ექიმების მეთვალყურეობას. დედაჩემის
პენსია კი ძალიან მცირეა. იმედი მაქვს გულთან მიიტანთ ჩემს გაჭირვებას და
მიმიხედავთ პატარას.
13. ვარ უსინათლო, სოციალურად დაუცველი, უმუშევარი, მყავს მარტოხელა დედა. მიჭირს უკიდურესად მაგრამ არაოდეს მიცდია მესარგებლა ჩემი ფიზიკური მდგომარეობით, წარჩინებით დავამთავრე ილია ჭავაჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვარ ინგლისური და გერმანული ენების სპეციალისტი. ამჟამად ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო ურთიერთობებზე, მაგისტრატურაში. ახლა კი ჰაერივით მჭირდება კომპიუტერის შეძენა. გთხოვთ უმორჩილესად, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დამეხმაროთ. მე მჯერა რომ აუხდენელ ოცნებას რეალობად მიქცევთ.
14. უკვე მეოთხე წელია ვზრდი ობოლ დისშვილებს, რომლებიც ბავშვთა სახლისთვის
ვერ გავიმეტე. მაშინ სამსახურიც მქონდა, დღეს კი 50 წელს გადაცილებული
ქალი კი არა ახალგაზრდები ვეღარ შოულობენ სამსახურს. მე და ბავშვები ქირით
ვცხოვრობთ ნახევრად სარდაფში, აუწერელ სიღატაკეში თითქოს ეს გაჭირვება
საკმარისი არ იყოს, გოგონა ავად გამიხდა, სასწარაფო ოპერაციის შემდეგ
მდგომარეობა გაურთულდა, ჭრილობა არა და არ უხორცდება, ექიმები ამბობენ რომ
კარგი კვება და ვიტამინები სჭირდება მე კი ხშირად გადასახვევი მარლის
ფულიც არა მაქვს. არც კი ვიცი რა სახის დახმარება გთხოვოთ არც სახლი მაქვს
არც ჩასაცმელი არც საკვები და არც არანაირი შემოსავალი 78 ლარიანი
დახმარების გარდა. ქირის გადახდა უკვე ძალიან მიჭირს და მეშინია ღია ცის
ქვეშ არ დავრჩეთ ამ ზამთარში.
15. მე-5 ბავშვს ველოდებით. სოციალურად დაუცველია ჩემი ოჯახი. სხვის სახლში ვცხოვრობ, უმუშევარი. უფროსი შვილი 9 წლისაა და სკოლაში ვერ დამყავს. არც დენი გვაქვს და არც შეშა, მეყინებიან ბავშვები. მე კი მათი გამოკვების საშუალებაც კი არ მაქვს. გთხოვთ გაიზიაროთ ჩემი გულისტკივილი და დაგვეხმაროთ რითაც შესაძლებლობა გექნებათ: სურსათით, ფეხსაცმლით, ტანსაცმლით, შეშით.
16. ღმერთმა ცხრა შვილით დაგვაჯილდოვა. უფროსი 15 წლისაა, უმცროსი კი წლინახევრის. ჩვენთან ცხოვრობს 78 წლის დედაც, შემოსავალი კი თვეში 159 ლარია რაც საარსებო მინიმუმადაც კი არ ჰყოფნის 12 კაციან ოჯახს.
ძალიან არ გვინდა ვინმე შევაწუხოთ მაგრამ სხვა გზა ვერ ვიპოვეთ. ჩვენი ბავშვები ჭადრაკის განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებლები. გაბრიელს, გიორგის და მაიას რომელიც ოქროს დედოფლის ლაურეატია, თბილისის საჭადრაკო კომპლექსშიც იცნობენ, მაგრამ უსახსრობის გამო შეჯიბრებებზეც ვერ ვაგზავნით. ის სახლიც კი რომელშიც ვცხოვრობთ ჩვენი არ არის. გთხოვთ დაგვეხმაროთ შეძლებისდაგვარად.
17. ეს თხოვნა ეხება ჩემს მეზობელს, რომელიც უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. მას მერე რაც ერთ ტრაგიკულ დღეს დაეღუპა შვილიც და რძალიც, ზრდის 10 წლის შვილიშვილს, რამოდენიმე წლის წინ მან დაკარგა უკანასკნელი მარჩენალი მეუღლეც. ბავშვისთვის სრულფასოვანი განათლების მიცემის საშუალება ბუნებრივია მოხუც ბებიას არ აქვს. გოგონა კი ძალიან ნიჭიერია კარგად სწავლობს და დადის ქართულ ცეკვაზე. ძალიან გთხოვთ ნუ მივცემთ სოციალურ გაჭირვებას ამ ისედაც ობოლი ბავშვის დათრგუნვის საშუალებას.
18. ეს წერილი დაგვაწერინა დიდმა გაჭირვებამ, რომელიც ჩვენს 11 შვილიან ოჯახს თან გვსდევს. ბავშვები ჯერ იმ ასაკში არ არიან რომ გვერდში ამოგვიდგნენ და ოჯახის რჩენაში დაგვეხმარონ. გვიდგას ოდა ხის სახლი რომელიც ძალიან პატარაა ამხელა ოჯახისთვის. არ გვაქვს საკმარისი არც საკვები და არც საწოლები. ჩვენი საარსებო წყაროა მხოლოდ ის მიწა რომელიც გაგვაჩნია. მოსავალი კი ამინდზეა დამოკიდებული და ვართ ცის შემყურე. გთხოვთ გაგვიწიოთ რაიმე სახის დახმარება, კეთილი ადამიანის გამოწვდილი ხელი ნამდვილი ღვთის წყალობა იქნება. წინასწარ გიხდით მადლობას.
19. ჩემი მეუღლე, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემის დაავედიბით იყო ავად, რამოდენიმე თვის წინ გარდაიცვალა, დავრჩი ხუთი შვილით ერთ პატარა ქოხში, რომელშიც წვიმს, არ გვაქს არანაირი საცხოვრებელი პირობები ელეტროენერგია, ელემენტარული საყოფაცხოვრებო ნივთები, ლოგინიც კი. უფროსი ბიჭი B ჰეპატიტით არის დაავადებული. სჭირდება მკურნალობა. ჯერ ჯერობით მხოლოდ მეზობებლების დახმარების შემყურე ვარ. ძალიან გთხოვთ რისი საშუალებაც გაქვთ იმით დამეხმარეთ. თქვენს მოლოდინში ვარ.
20. ვარ უმუშევარი, მყავს 4 მცირეწლოვანი შვილი. ჩემი ბავშვები უფასო სასადილოში იკვებებიან. სკოლაში ვერ დადიან, რადგანაც ფეხსაცელებიც არა აქვთ. რამდენჯერაც გავუშვი ფეხები დაუსველდათ და შინ სიცხიანები დაბრუნდნენ, მე კი წამლის ფულიც არა მაქვს და ჩაისაც კი ვერ ვუდუღებ, დენი და გაზი დავალიანების გამო გათიშული გვაქვს. მხოლოდ თქვენი იმედი დამრჩა. შეძლებისდაგვარად იქნებ პროდუქტებით მაინც დაგვეხაროთ.
21. სოციალურად დაუცველი 5 მცირეწლოვანი შვილის დედა ვარ. ვცხოვრობთ ნესტიან ბინაში სადაც საარსებოდ აუცილებელი ავეჯიც კი არ გაგვაჩნია, ბავშვები ხშირად ავადმყოფობენ მე კი წამლის ფულიც არა მაქვს.
გთხოვთ გულთან ახლოს მიიტანოთ ჩემი ოჯახის მდგომარეობა და შეძლებისდაგვარად დაგვეხმაროთ ფეხსაცმლით, პროდუქტით, ავეჯით. ყველაფრისთვის მადლობას მოგახსენებთ.
22. გწერთ წალენჯიხიდან. 8 წლის ვარ. ჩემი ოჯახი ლტოლვილია აფხაზეთიდან. 7 წლის წინ გარდამეცვალა ლეიკემიით დაავადებული და, რომლიც მკურნალობის გამო ყველაფერი გავყიდეთ. მიგვატოვა მამამ და დავრჩით მე და დედა ღია ცის ქვეშ. ხან რომელი ნათესავის ოჯახს ვაფარებთ თავს, ხან რომელის. დედა მუდამ ტირის. დამიჯერეთ ჩემისთანა უბედური ბავშვი მეორე ალბათ არ იქნება საქართველოში. დამეხმარეთ!
23. შვიდი წლის ვიყავი როცა დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მამა რუსეთში ცხოვრობდა და ურთიერთობა არ გვქონდა. ამიტომ დედა იძულებული გახდა სკოლა ინტერნატში მივებარებინე, მალევე გარადაიცვალა, მოგვიანებით მიშვილა ერთმა თელაველმა ქალბატონმა, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ მიმატოვა, ფაქტიურად ქუჩაში დავრჩი, საბედნიეროდ საქართველოში დაბრუნებულმა მამამ მიპოვა, ერთხანს კარგად ვცხოვრობდით, ჩავაბარე ინსტიტუტში, თუმცა მხოლოდ ერთი სემესტრი ვისწავლე სწავლის საფასურის გადახდა ვერ შევძელი რადგან მამაჩემს ინსულტი დაემართა და უმუშევარი დარჩა. მინდა სწავლის გაგარძელება თუმცა ჩემი ასოცლარიანი ხელფასით ამაზე ოცნებაც არ შემიძლია. გთხოვთ დამეხმაროთ რომ სწავლა გავაგრძელო.
24. ვცხოვრობ 3 არასრულწლოვან ბავშვთან და ინვალიდ დედასთან ერთად. ერთი ჩემი ღვიძლი შვილია, ორი მძიმე სენით გარდაცვლილი დის ობოლი. ჩემი ოჯახი უკვე სარგებლობას სოციალურად დაუცველის სტატუსით, თუმცა ბევრ პრობლემას მხოლოდ ეს ვერ გვიწყვიტავს. მე კი უმუშევარი ვარ. გთხოვთ დახმარებას. ბავშვებს ძალიან სწირდებათ მე -11, მე -10 და მე -8 კალსის სახელძღვანელოები და ფეხსაცმელი.
25. მყავს 8 მცირეწლოვანი შვილი. 6 ბავშვი დადის სასულიერო გიმნაზიაში. 2
ხატავს ძალიან კარგად. დადიან ხატწერაზე. ძალიან გვიჭირს სასკოლო ნივთების
შეძენა. თუკი რამე გასაყიდი მქონდა ყველაფერი გავყიდე რათა ბავშვებს
საკვები არ მოკლებოდათ, სწავლა არ შეეწყვიტათ და ვცდილობდი სკოლაშიც
მოწესრიგებულები გამეშვა. ძალიან მიჭირს გადასახადების გადახდა. ხშირად
საკვებით საპატრიარქო გვეხმარება. გთხოვთ, გამიწიოთ დახმარება რითიც
შეძლებთ. ჩემი შვილები ოცნებობენ კომპიუტერზე, მაგრამ მე ამ ოცნების
ასრულებას ალბათ ვერასოდეს შევძლებ.
|