მთავარი გვერდიჩვენს შესახებიავნანას აქციებისაქველმოქმედო აქციებიშემოწირულობა პრესა გალერეავიდეო
 






2005 წელი

გაზეთი "ახალი თაობა" # 234 25 აგვისტო.

მზრუნველობამოკლებული ბავშვები ოცნებასთან შესახვედრად გაემგზავრნენ

„იავნანას" ოფისში მომუშავე ადამიანები მთელი ზაფხული ბავშვების საბუთების შეგროვებით იყვნენ დაკავებული. მათ საქართველოში არსებული თითქმის ყველა ბავშვთა სახლიდან შეარჩიეს 70 ბავშვი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით და ისინი საბერძნეთში მიავლინეს.
...ისინი უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დალოცა. შეხვედრამ, რომელიც რეგლამენტით სულ რამდენიმე წუთს უნდა გაგრძელებულიყო, იმპროვიზირებადი სახე მიიღო და საკმაოდ დიდხანს გასტანა.
იმის შესახებ, თუ როგორ დაიგეგმა და განხორციელდა ეს აქცია, ფონდ „იავნანას“ სამხატვრო ხელმძღვანელს-თეონა ჯორბენაძეს გავესაუბრეთ.
...ერთ-ერთი საქველმოქმედო საღამოს შემდეგ დაგვიკავშირდა ჩვენი თანამემაულე, ბერძენი ქალბატონი როზა იოსეფიდი... იგი გახლავთ საერთაშორისო ორგანიზაციის „არგოს“ მენეჯერი და სწორედ ამ ორგანიზაციის ინიციატივით დაინტერესდა საბერძნეთის მხარე მზრუნველობამოკლებული ქართველი ბავშვებით.
... ამ პროექტს ბავშვებმა “ოცნებასთან შეხვედრა“ უწოდეს...“


ნატა კობიძე


 

სულიერი ნუზლი საბერძნეთისკენ მიმავალ გზაზე

მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენთან!-ასე დამოძღვრა და დალოცა ილია II ბავშვები.

...საღამოს, საპატრიარქოსთან ლამაზი ავტობუსი გაჩერდა, საიდანაც ონავარი გოგო-ბიჭები ჩამოხტნენ. ბავშვებს სიხარულისგან გაცისკროვნებული სახეები აქვთ. ერთ რიგად მწკრივდებიან და მოწიწებით შეაბიჯებენ საპატრიარქოს ეზოში. ასევე უხმაუროდ და სიყვარულით მიუყვებიან შენობის კიბეებს...
იქ, მეორე სართულის დიდ დარბაზში პატარებს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II მასპინძლობს.
კარგი საქმე გააკეთა ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა ”იავნანამ” -ობოლი და მიუსაფარი ბავშვები, რომლების სხვადასხვა ინტერნატებსა თუ ბავშვთა სახლებში იზრდებიან, საბერძნეთში დასასვენებლად გაამგზავრა.
...თქვენ ამ უძველეს ქვეყანაში დაისვენებთ და თუ საშუალება გექნებათ, დაათვალიერებთ მუზეუმებს, გამოფენებს, ეკლესიებს. მე არაერთხელ ვყოფილვარ საბერძნეთში და მერწმუნეთ, ეს ძალზე შთამბეჭდავი იქნება თქვენთვის.
მშვიდობა და სიხარული სუფევდეს თქვენთან!-ასე დამოძღვრა და დალოცა ილია II ბავშვები.
სიხარულით აღვსილი პატარები ამბობდნენ, რომ არასდროს დაავიწყდებათ ეს ამაღელვებელი შეხვდრა.
ბაკურ ლიპარტია “მომავლის სახლიდან” , თავისი ამბავს გვიყვება: ოთხი ძმანი ვართ, ოჩამჩირიდან, ჩემი სამი უფროსი ძმა ახლა ქართულ არმიაში სავალდებულო სამსახურს იხდის. ისინიც “მომავლის სახლში” გაიზარდნენ და მეც იქ ვიზრდები. მადლობელი ვართ ყველასი ასეთი ყურადღებისა და თანადგომისათვის. ვეცდებით, საამაყო მამულიშვილები ვიყოთ, საბერძნეთში არავის ვათქმევინებთ, ეს ქართველები ვინ ყოფილანო...

ლია ჭიღლაძე
 


თბილისის ოპერა ორ მსოფლიო ბანს უმასპინძლებს

 17 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მსოფლიოს პირველი ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად, მსოფლიო აღიარების მქონე იტალიელი ბანი ფერუჩიო ფურლანეტო იმღერებს. სულ ახლახან კი საბერძნეთიდან, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” მიერ გაგზავნილი 26 მზრუნველობამოკლებული ბავშვი დაბრუნდა. მათი ჩამოსვლის წინა დღეს კი ასევე საბერძნეთში დასასვენებლად 50 მზრუნველობას მოკლებული ბავში გაემგზავრა.
თავად პაატა ბურჭულაძე ამჯერად მოსკოვში იმყოფება. ... მოსკოვიდან მომღერალმა ჩვენს რამოდენიმე შეკითხვას უპასუხა:
...იტალიელი ბანი ფერუჩიო ფურლანეტო მართლაც დიდი მომღერალია, მისი ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია... ...”დონ კარლოსი” საქველმოქმედო ფონდის მხადასაჭერად მეორედ იმართება, ადრე გამართულ სპექტაკლში მე შევასრულე “ფილიპის” პარტია, ახლა “ფილიპს” ფერუჩიო შეასრულებს, მე კი “ინკვიზიტორს”...
რაც შეეხება საბერძნეთს, 70-ზე მეტი ბავშვის დასვენების ხარჯები ათენის მერიამ გაიღო. ფონდმა გზის ხარჯები უზრუნველყო, ინიციატივა კი საერთაშორისო ორგანიზაცია “არგოს” პროგრამების მენეჯერს როზა იოსიფიდს ეკუთვნის...
... როზა იოსეფიდი ადრე საქართველოში ცხოვრობდა, ამჯერად კი საბერძნეთშია და საქართველოსთვის არაერთ სასიკეთო საქმეს აკეთებს...


ნანა ჭიჭინაძე
 


ვარსკვლავების სპექტაკლი

პაატა ბურჭულაძემ თბილისსა და საკუთარ თაყვანისცემლებს დანაპირები შეუსრულა. 17 სექტემბერს მან ჩვენი ოპერის თეატრის სცენაზე განახლებულ “დონ კარლოსში” ინკვიზიტორის პარტია შეასრულა... ფილიპე II-ს სახე თავად ფერუჩიო ფურლანეტომ შექმნა. ორი მსოფლიო ბანის გვერდით დონ კარლოსის როლში ქართველი ტენორი გია ონიანი წარდგა.
მდიდარი ვოკალური მონაცემები, უდიდესი პროფესიონალიზმი და არაჩვეულებრივი არტისტიზმი ფურლანეტოსი მთავარი და ძირითადი ფაქტორი იყო 17 სექტემბერს თეატრში დატრიალებული საზეიმო განწყობისა. თუმცა, არც განწყობა იქნებოდა საზეიმო იმ დღეს, ფერუჩო ფურლანეტოს გვერდით მეორე ბანს, მეორე ვარსკვლავს და თანაც ქართველს რომ არ ემღერა. არც შთაბეჭდილებები იქნებოდა ენით გამოუთქმელი იმ საღამოს, გუნდს და ორკესტრს რომ არ ესახელებინა ბურჭულაძე და ჩვენი თეატრი.
 ...ნანატრი წამი დადგა. მესამე მოქმედება დიდ ინკვიზიტორს, როდრიგოს სიკვდილის განაჩენს გამოუტანს. მას შემდეგ, რაც ფურლანეტომ არია ბისზე იმღერა, მას პაატა ბურჭულაძე შეუერთდა. ფილიპე II-სა და ინკვიზიტორის ეს უნიკალური “შეხვედრა და კამათი” გახდა ალბათ, მიზეზი იმისა, რომ იმ წამებში 17 სექტემბრის “დონ კარლოსი” ქართული ოპერის ისტორიისთვის ნამდვილ მოვლენად იქცა. საერთოდ, ასეთი ხმების ერთად მოსმენა მხოლოდ განსაკუთრებით ცნობილი და პრესტიჟული თეატრების ხვედრია და იქაც საკმაო იშვიათობაა.
PP.S. საღამო ოპერის თეატრში იმით დასრულდა, რომ ფერუჩო ფურლანეტომ ბურჭულაძის ფონდის მიერ რუსთავში შეძენილი კარ-მიდამო წმ. გიორგის სახელობის უპატრონო ბავშვთა სახლში აღზრდილ ძმებს გადასცა.

სოფო კილასონია

 


„იავნანას“ კიდევ ერთი მადლი

გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა“ #219 სამშაბათი. 20 სექტემბერი.

გამოჩენილი მომღერლის პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული საქველმოქმედო ფონდი „იავნანა“ განაგრძობს ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდამჭერ აქციებს. ეს ფონდი მართლაც გახდა ასეთი ბავშვების საიმედო მზრუნველი...
სიკეთის მთესველთა რიცხვი, საბედნიეროდ, თანდათანობით იზრდება და ფონდიც ძლიერდება. „იავნანას“ ეგიდით გამართულ საქველმოქმედო კონცერტებსა თუ სპექტაკლებში როგორც ქართველი, ასევე მსოფლიოში ცნობილი უცხოელი შემსრულებლები სრულიად უანგაროდ იღებენ მონაწილეობას. ამჯერად თბილისის სტუმრები გახლდნენ იტალიელი პიანისტი ელიზაბეტა მანჯულო და მსოფლიოში აღიარებული ბანი ფერუჩიო ფურლანეტო.
ელიზაბეტ მანჯულოს კონცერტი, რომელიც მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში გაიმართა, საქართველოში იტალიის საელჩოს პროექტით განხორცილდა. მისი სახით ქართველმა მსმენელმა გაიცნო ექსტრაორდინალური საშემსრულებლო ტექნიკითა და ინტერპრეტაციის იშვიათი უნარით დაჯილდოებული ხელოვანი...
...შაბათ საღამოს კი ოპერის თეატრში ანშლაგი იყო. მიზეზი საოპერო სპექტაკლი ჯუზეპე ვერდის “დონ კარლოსის” წარმოდგენა გახლდათ, რომელშიც მსოფლიოს ორი საუკეთესო ბანი მონაწილეობდა. პაატა ბურჭულაძესთან ერთად ამ საღამოს ქართველი მსმენელის წინაშე პირველად წარსდგა იტალიური რეპერტუარის ბრწყინვალე ინტერპრეტატორი ფერუჩო ფურლანეტო... სპექტაკლში პაატა ბურჭულაძემ ინკვიზიტორის სახე შექმნა. აქამდე მას ფილიპის პარტიით იცნობდა თბილისელი მსმენელი, მაგრამ ამჯერად ამ უმნიშვნელოვანეს პარტიაში ფერუჩო ფურლანეტო ვიხილეთ...
...ერთ სპექტაკლად ღირდა ორი ძლიერი ხასიათის, დიდი ინკვიზიტორისა და ფილიპეს დიალოგის სცენა-პაატა ბურჭულაძისა და ფერუჩო ფურლანეტოს დაპირისპირება...
ტრადიციისამებრ, საქველმოქმედო სპექტაკლის დასრულების შემდეგ პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას ახლაც აცნობა, თუ რა მოიმოქმედა ფონდმა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის. კერძოდ ის, რომ ფონდმა ძმებ მენთეშაშვილებს, რომლებსაც საბავშო სახლში ყოფნის ვადა ამოეწურათ, შეუძინა რუსთავის მახლობლად სოფელ გაჩიანში ორსართულიანი სახლი, თავისი კარ-მიდამოთი. მისი სიმბოლური გასაღები ერთ-ერთ ძმას დიდმა ფერუჩო ფურლანეტომ გადასცა.
მადლმა იზეიმა, „იავნანა“ კი კვლავაც მრავალ ასეთ საღამოებს გვპირდება.

რუსუდან მუხიგულაშვილი

 


“იავნანა"  აკვნიდან ცხოვრებაში გადმოვიდა...”

“რეკვიემის” საპრემიერო შესრულებას უამრავი მსმენელი დაესწრო. მათი აქტიურობა ხომ იმის დასტურია, რომ ბილეთის საფასურით თავიანთი სახსარი გაიღეს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის.
“დარწმუნებული ვარ, რომ თუ ჩვენ დღეს არ დავიშურებთ ენერგიასა და ძალისხმევას, ყველანი ერთად, მართლაც შევძლებთ ჩვენი შვილების მომავლის გადარჩენას”.-ამბობს პაატა ბურჭულაძე.
“რეკვიემის” აჟღერებაში მონაწილეობდნენ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი. სოლისტებად მოგვევლინენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი მომღერლები: მაყვალა ქასრაშვილი (სოპრანო) და ბადრი მაისურაძე (ტენორი). ისინი უკვე მეორედ მონაწილეობდნენ “იავნანას” აქციაში, პირველად ჩაერთო აქციაში ნატო ჭყონია (მეცო სოპრანო), იგი ექვსწლიანი პაუზის შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში. ბანი, რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძე იყო...
...საღამო დააგვირგვინა პაატა ბურჭულაძის გამოსვლამ და იმ სიურპრიზმა რასაც ასეთ შემთხვევაში ახმიანებს ხოლმე. ...ფონდმა “იავნანამ” ბინა შეუძინა სკოლა-ინტერნატში მცხოვრებ დედა-შვილ ფრანგიშვილებს, ისინი ხუთი წელია რაც გაჭირვებამ უჭეროდ დატოვა და სკოლა-ინტერნატს იყვნენ შეფარებულნი...
ამ საღამოსაც ჭეშარიტად სიკეთემ იზეიმა და მაყურებელზე ზეციური მადლი გადმოვიდა.


რუსუდან მუხიგულაშვილი

 


 

გაზეთი „რეზონანსი“  13   დეკემბერი

როგორი კეთილი კაცია პაატა ბურჭულაძე

ვერდის “რეკვიემი” ქართველი მომღერლების მიერ მომავლის ერთად გადარჩენისთვის შესრულდა

მაყვალა ქასრაშვილის, ნატო ჭყონიას, პაატა ბურჭულაძის და ბადრი მაისურაძის მონაწილეობით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, პაატა ბურჭულაძის ფონდმა ”იავნანამ” მორიგი საქველმოქმედო საღამო გამართა. მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრების ქართველმა სოლისტებმა ვერდის “რეკვიემი” ოპერის ორკესტრთან (დირიჟორი- ზაზა აზმაიფარაშვილი) და გუნდთან (ქორმაისტერი- ავთანდილ ჩხენკელი) შეასრულეს...
“რეკვიემის” შესრულების შემდეგ, პაატა ბურჭულაძემ ...სცენაზე საღამოს გენერალური სპონსორი ზაზა სიორიძე და სპონსორი გოდერძი ბუკია მიიწვია.
მომღერალმა საზოგადოებას აუწყა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველ ქალბატონს ლალი სამხარაძეს შეუტყვია ფონდის არსებობისა და საქმიანობის შესახებ და წერილი და პირველი საჩუქარი “პეტროფის” ფირმის ახალი გერმანული პიანინო გამოუგზავნია. ეს ძღვენი სპარტაკ წიქარიძეს-მუსიკალური სკოლა-ინტერნატის დირექტორს გადასცეს.
მთავარი და ყველაზე ამაღელვებელი სიურპრიზი საზოგადოებას ბოლოს ელოდა. იმას, რაც შემდეგ მოხდა, მშვიდად, ემოციების გარეშე ვერ აღიქვამდი...
პაატა ბურჭულაძის თქმით, მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლში, დირექტორმა ცირა ლანჩავამ შეიკედლა დედა-შვილი, რომლებმაც ბინა დაკარგეს, დედამ კი შვილი ვერ მიატოვა. ექვსი წლის შემდეგ “იავნანამ” ნინო ფრანგიშვილსა და მის ვაჟს გიორგი ქართველიშვილს ბინა უყიდა, რომლის გასაღებიც სპონსორებმა მათ სცენაზე გადასცეს. ნინო ფრანგიშვილის თქმით, შორიდან ძალიან ძნელია გაიგო ამ ბავშვების ცხოვრება, არც ერთი მათგანი ცუდი არაა და საზოგადოებამ უნდა იცოდეს მათი პრობლემების შესახებ .
“მე და ჩემმა შვილმა ძალიან კარგად ვიცით იმ საჩუქრის ფასი, რაც “იავნანამ” გაგვიკეთა- აღნიშნა მან.
თუ “იავნანას” საქმიანობას, მის უცვლელ  თუ ახალ სპონსორთა ქველმოქმედებას გავაცნობიერებთ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით, რომ სიკეთე ბევრად სჯობია ბოროტებას, რომ ჩადენილ კეთილ საქმეს ყოველთვის მოჰყვება საპასუხო ნაბიჯი, რომ საქართველოში თუ მის საზღვებს გარეთ არსებობენ კეთილი ადამიანები და ისინი ჩვენი მომავლის გადარჩენაზე ერთად ზრუნავენ! “

ლელა ოჩიაური

 


გაზეთი „თბილისი“ 13 დეკემბერი

„იავნანამ“  რა ჰქმნა?

საოპერო თეატრში გამართული ამ საქველმოქმედო ღონისძიების მიზანი ნათელია: თითოეული ძვირადღირებული ბილეთის შემძენი მომღერლის მიერ წამოწყებულ კეთილშობილ საქმეს შეეწევა; “იავნანა“ მშობლების მზრუნველობას მოკლებული და ბედის ანაბარა დარჩენილი მოზარდების ხელშემწყობია, უქმნის მათ ოჯახურ გარემოს, ცდილობს უზრუნველყოს სამუშაო ადგილებით და საცხოვრებელი პირობებით, განსაკუთრებით ნიჭიერებს კი ხელოვნებისა და კულტურის სასწავლო კერებისკენაც უკაფავს გზას.
... ამჟამინდელი პროექტი საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მომღერლებმა დაამშვენეს. ...დიდი ხნის შემღერებულებს ჰგავდნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მშობლიურ სცენაზე შეკრებილი სოლისტები: მაყვალა ქასრაშვილი (სოპრანო), ნატო ჭყონია (მეცო), ბადრი მაისურაძე (ტენორი), პაატა ბურჭულაძე (ბანი). ერთ სუნთქვაზე შესრულებულ ამ მონუმენტურ ტილოს მონუსხული უსმენდა დარბაზი.
არანაკლებ ამაღელვებელი იყო საღამოს ფინალი: პაატა ბურჭულაძემ დამსწრე საზოგადოებას ამცნო “იავნანას” ქველმოქმედების კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი: თბილისის საბავშვო სახლში შეკედლებულ ნინო ფრანგიშვილს (რომელიც არ მოშორებია თავის წამოზრდილ შვილს, ბექას) ბინის ორდენი გადასცა.


მზია ჭოხონელიძე
 


2006 წელი
გაზეთი „ საქართველოს რესპუბლიკა“ # 99 24 მაისი.

„ოცნებასთან შეხვედრა პაატა ბურჭულაძის შეწევნით.“

...გახსოვთ ალბათ წლევანდელი 3 მარტის (დედის დღისადმი მიძღვნილი) კონცერტი-მარათონი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში. იმ დღეს „იავნანას სამეგობროების“ დახმარებით ხუთი უმწეო ბავშვი დაუბრუნდა ოჯახს. დაუბრუნდა იმის სრული გარანტიით, რომ კონკრეტული ღვთისნიერი ქველმოქმედნი მათი ოჯახის გამოკვებაზე იზრუნებენ. მას მერე სულ რაღაც ორიოდ თვეში კიდევ 10  სამეგობრო შეიქმნა, რომლებმაც ბავშვთა სახლებიდან 22 მოზარდი დაუბრუნა დედებს.
...„შერატონ მეტეხი პალასის“ გენერალური დირექტორი ბატონი რიჩარდ დოითლი აღფრთოვანებულა მსოფლიოში აღიარებული მომღერლის საქველმოქმედო საქმიანობით და საკუთარი წვლილი გაუღია: რვა უკვე ზრდასრულებული, მაგრამ ქუჩაში დასარჩენად გამეტებული ჭაბუკი და ქალიშვილი დირექტორის ინიციატივით სასტუმროს რესტორან-კაფეებში ეუფლება მზარეულის პროფესიას ასპროცენტიანი დასაქმების გარანტიით.
...პაატა ბურჭულაძემ გულწრფელად გახარებულმა თქვა: ბავშვებმა „ოცნებასთან შეხვედრა“ დაარქვეს „იავნანას“ პროექტს, რომლის მეშვეობითაც შარშან 150 ბავშვმა იმოგზაურა და დაისვენა ბრატისლავასა და საბერძნეთში!... დღეს უკვე 22 მზრუნველობამოკლებული ბავშვი კვლავ ემზადება სლოვაკეთში გასამგზავრებლად....
პაატა ბურჭულაძემ განაგრძო... საქართველოს ბავშვთა სახლებში მყოფი 5200 მოზარდიდან უდედმამოა მხოლოდ 156! აბსოლიტური უმრავლესობა კი იქ ოჯახის უკიდურესი გაჭირვების გამო აღმოჩნდა. „იავნანას სამეგობროების“ დახმარებით უკვე 27 ბავშვი დაუბრუნდა მშობლიურ კერას. ნიშანდობლივია, რომ ჩვენს „სამეგობროებს“ შორის თქვენ ვერ იპოვით დიდი კაპიტალის მქონე ბიზნესმენებს, „იავნანას“ მეგობრები, ჯერჯერობით, ის ადამიანები არიან, ვინც სხვის გამუდმებულ კრიტიკას და წუწუნს ჩვენში ამა თუ იმ სოციალური პრობლემის არსებობის შესახებ, კონკრეტული საქმის კეთება ამჯობინეს და თავიაანთ მოკრძალებულ შემოსავალს უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს უნაწილებენ...

სპარტაკ ქობულია 
 


 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ # 102 30 მაისი

ჭუმბურიძეების ექვსი შვილი ოჯახს დაუბრუნდა

ის რაც 24 მაისს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში იხილა უშუალოდ აქ მოსულმა მაყურებელმა, აგრეთვე, ტელეკომპანიების - “მზის“, საზოგადოებრივი მაუწყებლის და „რუსთავი-2“-ის ეთერით გადაცემულმა აქცია-მარათონმა, ულუკმაპუროდ დარჩენილი 5200 მოზარდის თითოეული გულშემატკივარი ერთსულოვნად დაგვარწმუნა იმაში, რომ ერთი შეხედვით უბრალო და მრავლისმნახველი ადამიანი, დიდი მომღერალი და პატრიოტი პაატა ბურჭულაძე ჭეშმარიტად მამულიშვილურ, მართლა საგმირო საქმეს ასხავს ხორცს და ბავშვთა სახლებში შეხიზნულ მოზარდებს, მათ გაჭირვებულ მშობლებს სიცოცხლის რწმენასა და იმედს უბრუნებს.
... დაუვიწყარი იყო ჭუმბურიძეების 6 მცირეწლოვანი ბავშვის ახალგაზრდა (ჯერ ის მხოლოდ 28 წლისაა) დედის ნაირა ჭუმბურიძის ალალი ცრემლები და დაბნეული მრავალშვილიანი ქალბატონის გულიდან ამოსული სიტყვები: დიდი მადლობა „იავნანას“, ბატონ პაატა ბურჭულაძეს და მის მეგობრებს ჩემი ოჯახის გადარჩენისთვის, ჩემი შვილების დაპურებისთვის... ყოველთვიური სარგოს დანიშვნისთვის.“


სპარტაკ ქობულია
 


გაზეთი “ახალი თაობა” 3 აგვისტო

5200 მიტოვებული ბავშვიდან ობოლი მხოლოდ 156-ია

“თვენახევრის წინ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა ”იავნანამ” დაუვიწყარი საღამო აჩუქა მსმენელს ვერდის “აიდას” სახით, რომელშიც ცნობილ ქართველ ბანთან და ტენორ ბადრი მაისურაძესთან ერთად თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო სოპრანო -მიშელ კრაიდერი მონაწილეობდა. ფონდის მორიგი საზაფხულო აქცია ამჟამად ზღვისპირეთში გაიმართება “ელიტ ელექტრონიქსთან” ერთად.
საქველმოქმედო საღამოს შესახებ ფონდ “იავნანას” სამხატვრო ხელმძღვანელს თეონა ჯორბენაძეს ვესაუბრეთ, რომელიც აქციის უშუალო ინიციატორი და იდეის ავტორია.
...“ჩვენ დიდი ხანია გვინდოდა, რომ ბათუმში რაღაც გაგვეკეთებინა, რადგან იგი ჩვენი საყვარელი და ახლობელი ქალაქია. ფონდის საქველმოქმედო კონცერტები კი პაატა ბურჭულაძის გეგმის მიხედვით იგეგმება, თუ მას ერთი დღე მაინც აქვს თავისუფალი, აუცილებლად ჩამოდის საქართველოში, იმდენადაა დაინტერესებული ფონდის საქმიანობით. 11 აგვისტო ასეთი დღეა და როგორც კი გავიგეთ ამის შესახებ, მაშინვე დავგეგმეთ კონცერტი ბათუმში...
    ...საქველმოქმედო საღამოების შემდეგ მართლაც ბევრი ადამიანის ბედი იცვლება. ნებისმიერ პიროვნებას, ვინც გადაწყვეტს, რომ ამ ქველმოქმედებაში ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა, შეუძლია ისარგებლოს შემთხვევით და მაგთისა და ჯეოსელის მეშვეობით ჩაერთოს აქციაში. მაყურებლისგან შემოსული სატელეფონო ზარებით, რომლის ფასი ერთი ლარია, ჩვენ ივნისის აქციის შემდეგ 6 შვილიანი დედისთვის ბინა შევიძინეთ. იმედია, 11 აგვისტოს კონცერტიც გახდება საბაბი კიდევ ერთი მზრუნველობამოკლებული ოჯახის გადარჩენისა...”

ნატა კობიძე
 


გაზეთი “რეზონანსი” 12 აგვისტო

პაატა ბურჭულაძის “იავნანას” სასწაული


“...ძნელია იმის ჩამოთვლა, რასაც საქველმოქმედო ფონდი “იავნანა” აკეთებს... ეს ოჯახები, რომელთათვისაც მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე იღვწის, უკიდურესად უსახსრონი და ღატაკნი არიან, უმეტესწილად უსახლკარონი, რომელთა შვილები სხვადასხვა ბავშვთა სახლებში იზრდებიან. მხოლოდ ბოლო ერთ ფაქტს დაგისახელებთ, ამა წლის 24 მაისს უკანასკნელი ტელემარათონით შემოსული თანხით 6-შვილიანი ოჯახისათვის შეიძინეს ბინა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა და წყნეთის ბავშვთა სახლიდან 6 შვილი დაუბრუნდა დედას. ამ დღეებში, უფრო ზუსტად, 11 აგვისტოს “იავნანას” საქველმოქმედო ფონდს ბათუმი უმასპინძლებს... აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ სოფიკო ჭიაურელი, ნიკუშა შენგელაია, თამრიკო ჯავახიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, აჩიკო ნიჟარაძე, ქართული ხმები, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი დავით მუქერიას დირიჟორობით.”

დოდო იორდანიშვილი
 


გაზეთი „ახალი თაობა“

პაატა ბურჭულაძემ მშობლიურ სოფელში ტაძარი ააგო

საზაფხულო საქველმოქმედო კონცერტი-აქცია ფონდ „იავნანას“ ეგიდით ქალაქ ბათუმში გაიმართა. საღამომ, რომელშიც ცნობილი ქართველი მომღერლები და მსახიობები მონაწილეობდნენ, ანშლაგით ჩაიარა. იგი ფონდის მიერ უკვე გამართული კონცერტების საუკეთესო ნომრებისგან შედგებოდა.
კონცერტში მონაწილეობის მისაღებად ფონდის დამაარსებელი და პრეზიდენტი პაატა ბურჭულაძე საგანგებოდ ეწვია თბილისს. მან ნანი ბრეგვაძესთან ერთად რუსული რომანსი შეასრულა და ქველმოქმედებისაკენ მოუწოდა მსმენელს, რომელიც საღამოს დარბაზიდან თუ ტელეეკრანებიდან ადევნებდა თვალს. საქველმოქმედო საღამომ უშედეგოდ არც ამჟამად ჩაიარა და შემოსული დახმარებების წყალობით კიდევ რამდენიმე მზრუნველობამოკლებული ბავშვი დაუბრუნდა ოჯახს.
...ტაძარი, რომელიც 40-იან წლებში ბოლშევიკებმა მიწასთან გაასწორეს, უწმინდესისა და უნეტარესისი სრულიად საქარველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია II-სა და შემოქმედელი მთავარეპისკოპოსის იოსების ლოცვა-კურთხევით აშენდა...ეკლესიის აღმაშენებელი კი ...ყველასთვის საყვარელი პიროვნება, ცნობილი საზოგადო მოღვაწე პაატა ბურჭულაზე გახლავთ...


ნატა კობიძე
 


2007 წელი

ისრაელი:

Свет и любовь

“ Джавахарлал Неру как-то сказал, что каждая добрая мысль-это уже воплощенное добро. Какое оно, это добро, как проявляется Об этом я думала, когда на экране в зале Центра сценических искусств в Тель-Авиве появились кадры, снятые в детских домах Грузии.
Какая это большая и горькая тема- Дети в Беде. Дети, которым трудно, горько, страшно. Которые не умеют безмятежно смеяться… Требуется помощь. Тепло, забота, вера. Поэтому в Грузии и в Израиле созданы особые благотворительные организации и по этому мы пришли в этот вечер на концерт, все средства от которого поступили в фонды амуты «Яд Бэ-яд» (Израиль) и общества «Колыбельная» (Грузия)
Паата Бурчуладзе, знаменитый певец, артист, которого знает весь мир, дорогой гость на всех оперных сценах, стал инициаторам проведения этой серьезной благотворительной акции в Израиле… прежде всего, удивил и порадовал ранг всех участников Грузия выступила своим самым звездным творческим десантом. Лучшие из лучших отдали детям свою вдохновенную любовь. В программе сыграл Александр Корсантия, волшебник рояля, один из самых удивительных пианистов нашего времени. Хор «Голоса Грузии» всколыхнул публику своими грузинскими, еврейскими песнями. Паата Бурчуладзе сверкнул в песне Захария Палиашвили остро, небанально. Покоряющее артистично в облике дона Базиля сообщил о всесилии клеветы. … Тенор, солист Большого театра Бадри Майсурадзе спел как всегда, как мы уже слышали в опере «Аида» в дни его выступления в Израиле!...
Юные танцоры показали высший класс, истинный темперамент, совершенную увлеченность, самоотдачу, Зрители каждый их проход, каждую вариацию сопровождали аплодисментами. ..
Зал взорвался, качнулся, отозвался овацией, Теа Демуришвили, мировая оперная звезда, выступающая в эти дни на сцене нашей оперы, исполняет одну из самых любимых партий репертуара меццо сопрано-партию Азучены в «Трубадуре»-эффектно спела хабанеру.
Нани Брегвадзе, символ элегантности, музыкальной культуры, неувядаемой сценической молодости, снова покорило , растрогала очарованием. И даже юные и прекрасные дочь и внучка не смогли затмить ее нежность, щедрость сердца.
И Вахтанг Кикабидзе снова напомнил, что он – большой мастер. Актер, над которым витают ангелы.
Концерт был выстроен со вкусом, динамично, щедро, как бывает, когда мелодия и надежда идут от сердца к сердцу. Когда нет места формализму усредненности. Оркестр Раананы в этот вечер заслужил самой лестной оценки. Его звучание под управлением гостя Зазы Азмаипарашвили было стройным, музыкальным, чистим. Зал и сцена выступали единым организмом, цельной системой, объединенной светом и музыкой, оптимизмом и верой. И когда в финале все зрители встали, выражая благодарность за счастливые часы, проведенные в зале, было даже немного грустно: так редки подобные праздники…”


Иана Шейхатович
 


Georgia on their mind

Benefit performance for Israeli and Georgian children in distress

By MAXIM RUDER

I believe that among all peoples, Israelis arc closest to us Georgians,” says internationally renowned bass singer Paata Burchuladze. Wednesday evening, Burchuladze will join Georgian friends for a benefit concert at the Tel Aviv Performing Arts Center. Proceeds from the Together into the Future concert will be divided between two children’s charities — Georgia’s “Iavnana” and Israel’s Yad b’Yad. This is the first concert of it’s kind outside Georgia. The concert will be repeated in the Georgian capital of Tbilisi, where Israeli musicians will also participate.
“1 just knew ‘I would find a responsive audience here,” says Burchuladze, who opened the New Israeli Opera in 1994 in the title role of Boric Godunov and has returned to Israel every year since.
“After all, Jews have been living in (Georgia for 26 centuries, and our ties are very close; we have a tradition of helping one another,” notes Georgian Ambassador Lasha Zhvania, one of the benefit’s organizers.
The SO-strong roster of performers includes names that make music lovers’ hearts beat faster: Rubinstein Piano Competition winner Alexander Korsantia; singers Nani Bregvadze, Sofiko Chiaureli and Vakhtang Kikabklze; opera mezzo soprano Tea Demurishvili and tenor Badri Maisuradze; Georgian folklore vocal and dance ensembles; and a representative of the genre for which Georgia is particularly known — a male choir.
“Georgian culture is ancient and unique,” says citizen of the world Burchuladze, “just as our language is unlike any other I know. Maybe Georgians are not the most hardworking people in the world, but they’re certainly creative.”
True enough. While the culture of Georgia is not widely known due to the isolation imposed on it by the Iron Curtain. it has produced outstanding talents in every field, from music and cinema to theater and painting.
“Georgia is a wonderful place to live when things are more or less going well. ‘Live scenery is beautiful, the sweet local wine invites splendid toasts, and people are warm and hospitable. We love guests because they bring a good feeling.”
Burchuladze founded “Iavnana” two and a half years ago, after being approached by the World Food Program. “They asked me 1ust to put their brochures on tables at the Moscow concert dedicated to the 25th anniversary of my career,” he recalls. “But when I realized they were supporting about 200,000 needy in Georgia, I introduced them to the audience from the stage.”
The singer says the foundation opened his eyes to the disastrous situation of children in his native land.
“As a result of local wars, many people have become refugees, losing their homes arid jobs. Today, more than 5,000 Georgian kids live in orphanages. Sonic 156 of them have no parents; the rest have one or two parents, but they are unable to sup-port their children. The foundation pays allowances to such needy people and acquires apartments or farms in the countryside. Many international artists participate in fundraising concerts, and wealthy people see it as an honor to help, such as our mater sponsor Avraharn Sapir, a Georgian Jew who lives in the States.”
Since its establishment, “Iavnana” has returned almost 100 children to their families, “but all this effort would have been worth it for even for one child, true?” concludes the charismatic singer, who was granted the title of Goodwill Ambassador by the UN last November.

Bass singer Paala Buirchuladze performs Wednesday. 8 p.m., Tel Aviv Performing Art- Center

 


გაზეთი ”რეზონანსი”

მარჯანიშვილის თეატრი სესილია თაყაიშვილის სახლი იყო

მსახიობის 100 წლის იუბილეზე, პაატა ბურჭულაძის „იავნანამ“ ოჯახს კიდევ ოთხი შვილი დაუბრუნა


თბილისში ერთ-ერთი ვიზიტის დროს, პაატა ბურჭულაძემ ქალაქის ქუჩებში ბანერი ნახა-“სესილია 100“ და მსახიობის იუბილე-საქველმოქმედო საღამოს გამართვის იდეა დაებადა. მომღერალმა სესილია თაყაიშვილის შვილიშვილს ნატო გოძიაშვილს დაურეკა და „იავნანას“ ეგიდით იუბილეს ჩატარების ნებართვა სთხოვა....საქველმოქმედო ფონდი იდეის განხორციელებას შეუდგა.
... გამორჩეული იყო ის ფაქტიც, რომ წამყვანის, საღამოს „ზურიკელას“ როლის შესასრულებლად, სულ რამდენიმე დღით, ამერიკიდან ლევან უჩანეიშვილი ჩამოვიდა და ამით, “სესილია ბებიას” მიმართ, სიყვარული, თაყვანისცემა და მადლიერება გამოხატა.
აღსანიშნავია ისიც, რომ “იავნანას” საღამოები მუსიკალური და სამსახიობო ხელოვნების, ქორეოგრაფიის მოღვაწეების მონაწილეობით ტარდება, მთლიანად მოიცავს ქართულ კულტურას და საუკეთესოდ წარმოაჩენს ხოლმე მას. ყოველი ასეთი საღამო-კონცერტი არაორდინალურობით, საინტერესოდ დასმული ამოცანებით, მიგნებებით, პროგრამით, მონაწილეებით გამოირჩევა, მაგრამ, ვფიქრობ, ამჯერად, “იავნანამ” საკლუთარ თავსაც გადააჭარბა. ჯერ ერთი, საღამოს თემით, მეორეც მისი გადაწყვეტის ფორმით და ამ ფორმის მეტად წარმატებულად, მაღალპროფესიულად განხორციელებით. დასანანი ისაა, რომ სპექტაკლი მხოლოდ ერთელ წარმოადგინეს და მას “ცოცხლად” უკვე აღარ გაიმეორებენ.
შემოქმედებითმა ჯგუფმა, რომლის წევრებმაც ნამდვილი “გუნდური პრინციპით” და თავდაუზოგავად იმუშავეს და რომელიც რეჟისორების-ლევან წულაძისა და გია კიტიასგან, თეატრმცოდნე ხათუნა წულაძის, დრამატურგ თეონა ჯორბენაძისა და სცენოგრაფ დავით აფციაურისგან შედგებოდა, სპექტაკლს ზღაპრული, რომანტიკული, ულამაზესი და. ამავე დროს, სევდიანი, სიღრმისეული სათქმელით გამსჭვალული ატმოსფერო შეუქმნა...
... სპექტაკლში თეატრის თითქმის მთელი დასი მონაწილეობდა...
... სესილია თაყაიშვილის როლს 6 სხვადასხვა თაობის მსახიობი ასრულებდა- კეკე ქაიხოსროშვილი, ნატო ბერეჟიანი, ეკა ნიჟარაძე, ქეთი გეგეშიძე, ნინო დუმბაძე და ბაია დვალიშვილი. ისინი ქმნიან სხვადასხვანაირ სესილიას, განსხვავებულ ცხოვრებისეულ ვითარებაში, სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობაში, ქმნიან ამ დიდი პიროვნებისა და არტისტის მდიდარ პორტრეტს...
სპექტაკლის ფინალში, საზოგადოების წინაშე თეატრის უფროსი თაობის მსახიობები წარსდგნენ, ავანსცენას ნელი სვლით მიუახლოვდნენ და გაირინდნენ. მათ ახალგაზრდებიც შეუერთდნენ, მოულოდნელად ოქროსფერი “წვიმა” წამოვიდა და შემდეგ ყველა ერთად, ისევე, როგორც მრავალი წლის წინ, კოტე მარჯანიშვილის იუბილეზე, ჩამწკრივდა და ერთმანეთის მხრებზე ხელდაწყობილებმა მაყურებლისკენ მიმართული თავისდაკვრით დატოვეს სცენა. ძალიან შთამბეჭდავი, ლამაზი, მეტყველი და სიმბოლური სანახავი იყო.
ბოლოს, როდესაც საღამოს შემოქმედებითი ნაწილი დასრულდა და გულაჩუყებულმა მაყურებელმაც ოვაციებით გული იჯერა, ლევან წულაძემ და პატარა კეკე ქაიხოსროშვილმა საზოგადოებას სპონსორებისა და ქველმოქმედების ვინაობა და ის ბედნიერი ოჯახი გააცნეს, ვისაც “იავნანამ” ბინა შეუძინა.

ლელა ოჩიაური

 


“საქართველოს რესპუბლიკა” 19 აპრილი

„სესილია“

სესილიასადი მიძღვნილი საღამო ფონდ „იავნანასა“ და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივ პროექტად შედგა. ბუნებრივია, ამ თეატრალიზებული აქციის საქველმოქმედო ფორმატი ითვალისწინებდა კიდევ ერთი მრავალშვილიანი ოჯახის გამთლიანებას და მათთვის ბინის გადაცემას. დღევანდელი შემოწირულობით დოდო ჯანელიძის დიდი ოჯახი ამიერიდან იმ სახლში იცხოვრებს, რომელიც ფონდ „იავნანასა“ და ქართველი საზოგადოების გულმოწყალების შედეგად მიიღო საჩუქრად. დოდო ჯანელიძეს 4 შვილი ჰყავს-ბექა, გიორგი, მარიამი და თამარი. ეს ბავშვები ერთხელ უკვე იყვნენ ბავშვთა სახლში და მათ კარგად იციან, თუ რას ნიშნავს დედის გარეშე ყოფნა. დღეიდან ისინი აღარასოდეს დაშორდებიან ერთმანეთს...
-მოდით, ჩვენ ერთმანეთს მადლობა გადავუხადოთ, რომ ამ მადლიან საქმეს ვაკეთებთ. ეს მეთოთხმეტე ოჯახია, რომელსაც უკვე აქვს თავისი ბინა, ჩვენი ერთობლივი კეთილი ნებით 104 ბავშვი დაუბრუნდა დედას. ამიერიდან ჩვენ გვინდა, რომ მსგავსი აქცია ჩავატაროთ მადრიდში, შემდეგ პარიზსა და ბერლინში. ასეთია ჩვენი გეგმები,-საღამოს შემდეგ მესაუბრა ფონდ “იავნანას” დამფუძვნებელი პაატა ბურჭულაძე.

მზეხა მახარაძე
 


გაზეთი “რეზონანსი” 2007 წლის 4 ივნისი

სახლი, სადაც შვილები მშობლებთან ერთად იცხოვრებენ

პაატა ბურჭულაძის “იავნანა” მომავლის გადარჩენას ალექსანდრე კორსანტიასთან ერთად აგრძელებს

...ალექსანდრე კორსანტიამ, რომელიც მსოფლიოს მუსიკალურ სამყაროს სრულიად თავისუფლად იპყრობს და რომელსაც საქართველოში უბრალოდ, აღმერთებენ, რომელსაც მუდამ მოუთმენლად ელიან, თბილისელ მსმენელს საოცარი საღამო აჩუქა. არ ვიცი, “იავნანას” საღამოს სპეციფიკურობისა და თავისთავადი გამორჩეულობის ბრალი იყო თუ რაიმე სხვა მიზეზი, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ამ დიდებულმა პიანისტმა საკუთარ თავსაც კი “აჯობა”. შესრულების ასეთი დონე, ასე გაჟღერებული ბრამსი და ბეთჰოვენი ოპერისა და ბალეტის თეატრს იშვიათად ახსოვს….
...კონცერტის პირველი განყოფილების ბოლოს ... წამყვანმა “იავნანას” ერთი ქველმოქმედება გაიხსენა, რამაც მადრიდის გალა-კონცერტზე გაიჟღერა. მან სცენაზე კომპანია “ვისოლის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ფხაკაძე და 5 შვილის დედა თამილა ქისტაური მიიწვია. მას აღარასოდეს მოუწევს შვილებთან განშორება, ვინაიდან “ვისოლისა” და “იავნანას” ერთობლივი აქციის შედეგად...კომპანიამ ბინის გასაღები უკვე მეორე ოჯახს გადასცა.
კონცერტის დასრულების შემდეგ ალექსანდრე კორსანტიას უდიდესი ოსტატობით მოგვრილი ემოციებისგან გათანგული, ამაღლებულ განწყობაზე მყოფი მაყურებლის მღელვარება მაინც არ დასრულებულა; დარბაზი კვლავ “იავნანას” კეთილი საქმეების მომსწრე შეიქნა.
...ზუზუმ საზოგადოებას ერთი ოჯახის ისტორია გააცნო. ლალი ლუკავა აფხაზეთის ომის დაწყებამდე 10 შვილის ბედნიერი დედა იყო; შექმნილმა გარემოებამ და უკიდურესმა გაჭირვებამ მას 3 შვილი დააკარგვინა.
...პაატა ბურჭულაძემ სცენაზე მიიწვია ჩვენი თანამემამულე, გერმანიაში მცხოვრები და აღიარებული ადვოკატი, ადამიანი, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა საღამოზე დასასწრებად, „იავნანას“ მეგობარი-სევერიან კირკიტაძე; ზუზუმ კი, ქალბატონი ლალი ლუკავა შვილებთან ერთად, რომლებსაც სევერიან კირკიტაძემ ბინის გასაღები გადასცა.
ზუზუმ საზოგადოებას კიდევ ერთი 6-შვილიანი ოჯახი წარუდგინა...სცენაზე TBS ბანკის ვიცე-პრეზიდენტი-ივანე ბალიაშვილი და „ბორჯომის“ გენერალური დირექტორი ზაზა კიკვაძე ავიდნენ, რომლებმაც ქრისტინე თევზაძეს ბინის გასაღები გადასცეს.
...როგორც ზუზუმ აღნიშნა, ფონდ „იავნანას“ აქციების შედეგად ბინით უკვე 15 ოჯახი დასაჩუქრდა, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, ვინაიდან ამ ოჯახებს საკვები პროდუქტებით „გაეროს“ მსოფლიო სასურსათო პროგრამა უზრუნველყოფს.
ბოლოს პაატა ბურჭულაძემ სცენაზე ამ პროგრამის წარმომადგენელი საქართველოში ლოლა კასტრო მიიწვია: შემდეგ კი „იავნანას“ დიდი მეგობარი, ავსტრიის ავიახაზების წარმომადგენელი და ავსტრიის საპატიო კონსული საქართველოში ევა ბერგერი, რომელმაც „იავნანას“ ოჯახებს ტანსაცმელი გადასცა და რომელმაც პირდაპირ სცენაზე გამოაგორა ველოსიპედები ბავშვებისათვის.
როგორც ყოველთვის, „იავნანას“ ეს აქციაც პაატა ბურჭულაძემ დააგვირგვინა-“ერთად გადავარჩინოთ მომავალი!“, უცვლელი, ტრადიციული მოწოდებით, ფონდის სლოგანით მიმართა მან მთელ საზოგადოებას, დარბაზში მყოფებსა თუ ტელეეკრანებთან მსხდომებს.
როდესაც საქმეს პაატა ბურჭულაძე და მისი ფონდი ჰკიდებს ხელს, მომავლის გადარჩენა სარწმუნო ხდება; იმისაც გჯერა, რომ დიდი მომღერლის თანამოაზრეთა, ქველმოქმედთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება და დაბეჯითებით რწმუნდები, რომ თუ დღეს „იავნანას“ წყალობით, უკვე 124 ოჯახს, რამდენიმე ათეულ ბავშვს აქვს საკუთარი სახლი, არ შია და არ ცივა, ხვალ დედებს, ოჯახურ სითბოსა და სიმყუდროვეს უფრო მეტი პატარა დაუბრუნდება.



ლელა ოჩიაური
 


Ora Binur "Maariv" daily paper 11/6/07

Alexander the great

To his performances with the Israel Philharmonic, (Brahms's 2nd piano concerto and Beethoven's "Emperor") he arrives from Georgia, where he played at a special benefit concert on behalf of the "Iavanana" foundation for Georgian Orphans and homeless. The foundation was established by the famous singer Paata Burchuladze.
At the benefit concert, which was a sold out event, Burchuladze's foundation gave two needy families apartments to live in, as well as Bicycle for children and financial support to a third family, a very exciting and emotional tribute.
"To perform a few hundred yards from my birth place is a very unique experience" he confesses, "true, in some ways it is like every other concert that I work hard to make it into a unique experience, but at home you feel much more fragile".
What are the main differences
"I hear people whispering to my ears, that they want me to be the best and they have very high expectations and I cannot let them down. Sometimes this kind of expectations can help support exceptional accomplishments"
"the ability to co-operate with Paata Burchuladze to help the young generation of my country is a supreme value to me, I make it my priority always to come and play, to contribute to my homeland."
 


გაზეთი “ყველა სიახლე”

«იავნანას» მორიგი საჩუქარი, ანუ სიტყვა რომელიც გწამს...

8 ოქტომბერი, 20.00 საათი. მიუხედავად იმისა, რომ ოპერის თეატრამდე მიღწევა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, მხოლოდ «კალოშებით» შეიძლება, დარბაზი მაყურებელს ვერ იტევს.
უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდი “იავნანა”, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დასახმარებლად მორიგ საღამოს მართავს. ოღონდ ეს ჩვეულებრივი საღამო არ არის, ის საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის აღსაყდრების 30 და დაბადებიდან 75 წლის იუბილეს ეძღვნება.
პროგრამაც, შესბამისად, უზადო გემოვნებითაა შერჩეული. მხატვრული კითხვის დიდოსტატი ზინაიდა კვერენჩხილაძე, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის სპატრიარქო გუნდი, ოპერის თეატრის ორკესტრი, თამარ ჭოხონელიძე, მარიამ როინიშვილი, მარიკა გულორდავა (სწორედ ის მონსერატ კაბალიეს სტიპენდიანტი რომაა და დიდმა ესპანელმა პრიმადონამ საქართველოში თავის კონცერტში მონაწილეობის მისაღებად რომ მიიწვია), პაატა ცეცხლაძე...
საღამო სახელწოდებით - «ის რაც ვიწამე» საგანგებოდ ამ მოვლენისთვის თბილისში რამდენიმე საათით ჩამოსულმა ცნობილმა ბანმა და «იავნანას» დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ გახსნა, შემდეგ კი სცენა ზინა კვერენჩხილაძეს დაუთმო.
ამბობენ, შეუძლებელია დღევანდელ საზოგადოებას საათი და 40 წუთის განმავლობაში მხატვრული კითხვის მოსმენა აიძულოო. ტყუილია, შესაძლებელია! გააჩნია ვინ კითხულობს. ზინა კვერენჩხილაძეს ჩემი ქება-დიდება არ სჭირდება, უბრალოდ ვიტყვი, მაყურებელი ისეთი მონატრებული აღმოჩნდა ნამდვილი სიტყვის გაგონებას, რომ ბოლო ტაეპების მოსმენა თითქმის შეუძლებელი იყო, ოვაცია და შეძახილები ფარავდა. ეს მაშინ, როცა დემაგოგიურ საუკუნეში სიტყვა მხოლოდ ვიღაცის მოსატყუებლად გამოიყენება და როცა თითქოს მას ფასი აღარ აქვს. მაშინ როცა ოპერის თეატრის გარეთ პოზიცია-ოპოზიცია ერთმანეთს ჩვეულ სტილში «ამკობდა», დარბაზში დაახლოებით 2 ათასი ადამიანი ბართაშვილის, ჭავჭავაძის, კალანდაძის, ასათიანის, აბაშიძის ნაწარმოებებს და ქართველი წმინდანების ცხოვრებიდან ეპიზოდებს ისმენდა. აქ ძალიან ცხადად მივხვდით ყველანი როგორ დავიღალთ... დავიღალეთ პიარ-პატრიოტიზმით, ზიზღით, სხვისთვის და მთელი საზოგადეობისთვის შეურაცხყოფის მიყენების მიზნით ნათქვამი სიტყვების მოსმენით... საზოგადოებას თურმე სულაც არ სჯერა იმ სიტყვების, აი ამ ფარატინა ქალის მიერ ნათქვამის კი, რომელიც ნახევრად ჩაბნელებული სცენის სიღრმეში თითქმის არ ჩანდა, ძალიანაც სჯერავს!
ის ქალი იმ დიდი ადამიანების სიტყვას კითხულობდა, რომლებმაც კარაგად იცოდნენ სიტყვის მადლი. კითხულობდა ისე, როგორც არასდროს, თითქოს თავადაც ივსებდა იმ დანაკლისს, რომელიც მაყურებელთან დიდი ხნის განშორების შედეგად გაუჩნდა და თანაც სურდა დაენახვებინა რას ნიშნავს ნამდვილი სიტყვა. სიტყვა რომელიც პირველად იყო...
საღამოს ერთი ნაწილი უწმინდესისა და უნეტარესის საგალობლებსა და ბეთჰოვენის «ეგმონტს» დაეთმო.
ვინც სამების საკათედრო ტაძარაში ერთხელ მაინც დასწრებია წირვა-ლოცვას, მისთვის ტკივილამდე ნაცნობია «კირიე ელეისონ», «წმინდაო ღმერთო», «ვედრება», «დავიღალე», «შენ გიგალობთ». თუმცა «იავნანას“ სამატვრო ხელმძღვანელის თეონა ჯორბენაძის ინიციატივით, საღამოზე ეკლესიის გარეთ პირველად აჟღერდა ეს საგალობლები და მე ჩემი ყურით გავიგონე, როგორ გადაწყვიტეს კონცერტის სტუმრებმა მათ მოსასმენად წირვაზე დასწრება. იმ საღამოს უწმინდესისთვის ალაბათ უკეთესი საჩუქარი არ გაუკეთებიათ...
პატრიარქის ორი საგალობელი «ვედრება» და «კირიე ელეისონ» საღამოზე გაორკესტრებული სახით შესრულდა. მარიამ როინიშვილისა და საპატრიარქო გუნდის ხმები ისე შეერწყა ორკესტრს, თითქოს აქამედ სხვაგვარად არც აჟღერებულა. სადად განათებულ დარბაზში ცრემლები ციმციმებდა... პატრიარქმა კიდევ ერთხელ მიიტანა თავისი სიყვარული ადამიანების გულებამდე. ამჯერად მან ეს ულამაზესი მუსიკით, ან როგორც თავად უწოდებს მისი «სულის აღსარებით» მოახერხა.
საღამოს ბოლოს, ტრადიციულად, ის ბედნიერი ადამიანები მიიწვიეს სცენაზე, ვისაც ამჯერად გაუმართლა. რუსთავში საკუთარი ბინა აბაშიძეების ექვსშვილიანმა ოჯახმა მიიღო. ბინის გასაღები კი, ბედნიერებისგან დაბნეულ ოჯახს, ზაზა სიორიძემ გადასცა.
კონცერტის დასრულების შემდეგ უცაური რამ მოხდა, მაყურებელი ჩვეულებისამებრ გასასვლელებისკენ არ წასულა. დიდხანს დიდხანს იდგნენ თავიანთ ადგილებთან და სუბრობდნენ... მაყურებელს იმ სითბოს დატოვება დაენანა, რომელიც მთელი საღამოს მანძილზე დაგროვდა. გარეთ... გარეთ კი აყრილი ქუჩა იცდიდა და უცენზურო სიტყვები ისმოდა...


მარიამ სხილაძე

 
Created by: Proservice Copirght 2010 Iavnana