მთავარი გვერდიჩვენს შესახებიავნანას აქციებისაქველმოქმედო აქციებიშემოწირულობაპრესაგალერეავიდეო
 






მიმდინარე პროექტები
2008 წლის 13 აგვისტოდან "იავნანა" თავის მხარდამჭერებთან ერთად სასწავლო დაწესებულებებში დროებით დაბინავებულ დაზარალებულ ოჯახებს ამარაგებს საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით, მართავს კონცერტებს ბავშვებისთვის.აქციებში მონაწილეობდნენ _ მედეა ჩახავა, კახი კავსაძე, ნანი ბრეგვაძე, რეზო ჩხიკვიშვილი, გივი ბერიკაშვილი, გურამ საღარაძე, ეკა მამალაძე და სხვა
2008 წლის სექტემბერში პაატა ბურჭულაძე უარს ამბობს მოსკოვში დაგეგმილი საიუბილეო სოლო-კონცერტის გამართვაზე, ჩამოდის საქართველოში და მისი მოწვევით თბილისის სპორტის სასახლეში, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული ოჯახებისა და დაობლებული ბავშვების დასახმარებლად ათასობით ანთებული სანთლის ფონზე ვერდის `რექვიემს~ მსოფლიო ვარსკვლავები ასრულებენ. აქციის შედეგად გრძელვადიანი ყოველთვიური დახმარება დაენიშნა ომის დროს დაობლებულ 123 ბავშვს, 4 ოჯახისთვის შეძენილი იქნა საკუთარი სახლი და 7 წლის დიტო რაზმაძე ფონდ `იავნანას” შვილობილი გახდა. დიტო რაზმაძემ გორის დაბომბვისას დაკარგა ფეხმძიმე დედა და მამა, მას `იავნანამ” ბინა შეუძინა და ვალდებულება აიღო 18 წლამდე გაუწიოს მეურვეობა.
პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორთან მიგელ გომეს-მარტინესთან და მომღერალ ოლგა რომანკოსთან ერთად 2008 წლის 26 სექტემბერს ქალაქ გორში ჩადის და ცხინვალის რეგიონიდან დევნილ მოსახლეობას ხვდება. ფონდ "იავნანას" სახელით დევნილებს გადაეცათ საყოფაცხოვრებო ნივთები, გორის მუნიციპალიტეტს კი გადასანაწილებლად გადაეცა 599 ცალი საძილე ტომარა და 642 ცალი ლეიბი.
 
მიმდინარე პროექტები
2008 წლის 13 აგვისტოდან "იავნანა" თავის მხარდამჭერებთან ერთად სასწავლო დაწესებულებებში დროებით დაბინ...
2008 წლის სექტემბერში პაატა ბურჭულაძე უარს ამბობს მოსკოვში დაგეგმილი საიუბილეო სოლო-კონცერტის გამარ...
პაატა ბურჭულაძე მსოფლიოში აღიარებულ დირიჟორთან მიგელ გომეს-მარტინესთან და მომღერალ ოლგა რომანკოსთან ...
ვრცლად
 
Created by: Proservice Copirght 2010 Iavnana