|
|
 |
|
| 2010
|
| |
|
2010 წლის 24 მაისს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად ჯგუფები "ნიკოლ-შოუ" "მგზავრები" "ფრანი" ნიაზ დიასამიძე, სალომე კორკოტაშვილი, ინგა ბერაძე და ქართული ნაციონალური ბალეტი მონაწილეობდნენ. კონცერტზე შესრულდა ფონდ "იავნანას" ახალი ჰიმნი ჩვენ ავაშენებთ სახლს. სიმღერის ავტორი გიგი გეგელაშვილი.
გაწეული ქველმოქმედებისათვის იავნანას "ოქროს რაში" გადაეცათ ქართულ ნაციონალურ ბალეტს, კომპანია ს/ს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" და ბადრი კაკაბაძის ოჯახს.
საინფორმაციო მხარდაჭერა - რადიო ფორტუნა
"იავნანას" მედია პარტნიორი - რუსთავი 2
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პატრონაჟით
|
| |
| |
|
|
2010 წლის 12 აპრილს თბილისის საკონცერტო დარბაზში ნინო ქათამაძისა და ნიკო გომელაურის პოეზიის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
ნიკო გომელაურის ლექსებს მისი მეგობრები ზაალ ჩიქობავა, კახა მიქიაშვილი, რატი ამაღლობელი, ზურა ყიფშიძე, მარი კიტია კითხულობდნენ.
კონცერტის დასასრულს მექერიშვილების, ჯგერენაიების და გრიგოლიების მრავალშვილიან ოჯახებს გადაეცა საკუთარი სახლის გასაღები.
ფონდ "იავნანას" ოქროს რაშები გაწეული ქველმოქმედებისათვის გადაეცათ ნინო ქათამაძეს, ნიკო გომელაურს,
ნიკა მემანიშვილს და ანზორ ქოქოლაძეს.
|
| |
|
3 მარტი. დედის დღე
"იავნანა" 6 წლის გახდა
 2010 წლის 3 მარტს ფონდმა "იავნანამ" და "რუსთავი 2" ერთობლივი ტელემარათონი გამართეს, აქცია ასევე გადაიცემოდა ისრაელში მაუწყებელი ქართული ტელეკომპანია ჯი-თი-ვის პირდაპირი ეთერით.
აქველმოქმედო კონცერში მონაწილეობისთვის საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული ტენორი ჯუზეპე ჯაკომინი, მოწვეულ სტუმართან და პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგნენ "იავნანას" მეგობრები და მხარდამჭერები ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, მაია ჯაბუა, დათო ევგენიძე, ნატო მეტონიძე, რეზო ჩხიკვიშვილი, რომან რცხილაძე, მარიამ როინიშვილი, აჩიკო ნიჟარაძე, მორის ჯანაშვილი, სოფო ხალვაში, სალომე კორკოტაშვილი, მარიკო ებრალიძე, სალომე ბაკურაძე, ანი კეკუა, ნინი შერმადინი, კახი კავსაძე, გივი ბერიკაშვილი, ავთო ცქვიტინიძე, ნანუკა ხუსკივაძე, ნინო კასრაძე, ნიკა მემანიშვილი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და გუნდი.
საქველმოქმედო აქცია აგვისტოს ომის დროს დაობლებული 130 ბავშვისათვის ყოველთვიური დახმარების პროექტს და ფონდ "იავნანასადმი" გაგზავნილი ბავშვების ოცნებების ასრულებას მიეძღვნა.
აქციის გენერალური სპონსორი ბაგრატი 1003
ოქროს სპონსორი "ვისოლი"
საინფორმაციო მხარდაჭერა "მედია პალიტრა"
რადიოპარტნიორი ფორტუნა FM 106.9
ტელემარათონის ტექნიკური უზრუნველყოფა კომპანია "ჯეოლაინი"
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პატრონაჟით
|
| |
| |
საქართველო და მსოფლიო ვარსკვლავები ჰაიტის დასახმარებლად
2010 წლის 21 იანვარს ფონდმა "იავნანამ" თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ტელემარათონი გამართა, რომელშიც პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ საოპერო ვარსკვლავები მიშელ კრაიდერი, მარჩელო ალვარესი და ამბროჯიო მაესტრი. ოპერისა და ბალეტის ორკესტრსა და გუნდს დირიჟორობდა ზაზა აზმაიფარაშვილი.
ტელე-მარათონი ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს მიეძღვნა.
მაგთის, ჯეოსელის, ბილაინისა და გაერთიანებული ტელეკომის მეშვეობით მაყურებელს საშუალება ჰქონდა ნომერზე 30-30 დაერეკა და მონაწილეობა მიეღო საქველმოქმედო აქციაში. კონცერტის მსვლელობისას შეგროვდა 75 ათასი ლარი.
გაწეული საქველმოქმედო საქმიანობისათვის "იავნანას" ოქროს რაშით დაჯილდოვდნენ ფონდ "იავნანას" მეგობრები მარჩელო ალვარესი, ზაზა აზმაიფარაშვილი და დავით საყვარელიძე.
ოქროს სპონსორი - "ბაგრატიონი"
გენერალური სპონსორი "ვისოლი"
საინფორმაციო მხარდაჭერა მედიაპალიტრა
პროექტის წარმომდგები "ვითიბი" ბანკი და რუსთავი 2
პროექტი განხორციელდა თბილისის მერიის პარტონაჟით
|
| |
| 2009
|
| საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ" 20 ოქტომბერს მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა
|
2009
წლის 20 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში ფონდმა
“იავნანამ” საქველმოქმედო კონცერტი გამართა. მსოფლიოში აღიარებული
პროექტით - "3 ტენორი" მაყურებლის წინაშე ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერის,
ლა-სკალასა და ლონდონის კოვენტ გარდენის იტალიელი სოლისტები – მარკო
ბერტი, პიერო ჯულიაჩი და ცნობილი ქართველი მომღერალი ბადრი მაისურაძე
წარსდგნენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრს დირიჟორობდა
ზაზა აზმაიფარაშვილი. საქველმოქმედო კონცერტი გადაიცემოდა
ტელეკომპანია “მზისა” და I სტერეოს და საქართველოს რადიოს პირდაპირი
ეთერით. კონცერტის მსვლელობისას ჯეოსელის, მაგთისა და ბილაინის აბონენტებს
საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ საქველმოქმედო აქციაში.
ნომერზე 30-30 დარეკვის შედეგად შემოსული 50 ათასი ლარი აგვისტოს ომის
დროს დაობლებულ ბავშვებს მოხმარდება. მათ კიდევ 6 თვით გაუგრძელდებათ
ყოველთვიური დახმარება, რომელიც ფონდმა 2008 წლის სექტემბერში დაიწყო.
|
|
2009 წლის 14 ივლისს
კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსა და ისტერნ პრომოუშენის
თანადგომით ქ.თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ევროპის საუკეთესო
სოლო-მომღერალმა ქეთი მელუამ საქველმოქმედო კონცერტი გამართა.
კონცერტის დასასრულს საკუთარი სახლის გასაღები გადაეცა მრავალშვილიან
დედას ლელა ჩილაშვილს, რომელიც 7 ბავშვთან ერთად სხვის, საცხოვრებლად
გამოუსადეგარ სახლში ცხოვრობდა.
მეორე საქველმოქმედო კონცერტი ქეთი მელუამ 2009 წლის 15 ივლისს ბათუმის
ბულვარში, ღია ცის ქვეშ გამართა. ამჯერად საკუთარი სახლის გასაღები
გადაეცა 7 შვილის დედას მზია ურუშაძეს.
პროექტის მედიაპარტნიორი რუსთავი 2.
|
| |
| |
| |
|
2009 წლის 6 მაისს ქ.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გამართა
უდიდესმა იტალიელმა ბარიტონმა ამბროჯიო მაესტრიმ და მსოფლიოს წამყვანი
საოპერო თეატრების სოლისტმა თამარ ივერმა. საქველმოქმედო აქციის
მსვლელობისას 3 მარტის ტელემარათონის შედეგად შემოსული თანხით შეძენილი
სახლის გასაღებები გადაეცათ 7 შვილის დედას თეა თავაძეს, 7 შვილის დედას
ალიონა მუმლაძეს, ჯანაშიების მრავალშვილიან ოჯახს, 10 შვილის დედას მაია
კახელაძეს, დავით კოდუას მიერ შეძენილი სახლი გადაეცა დეკანოზ გიორგი
ჯიბუტის 9 შვილიან ოჯახს.
|
| |
| |
|
2009
წლის 3 მარტს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა
"იავნანამ" დაარსებიდან 5 წლის იუბილეს გალა-კონცერტითა და გრანდიოზული
ტელემარათონით აღნიშნა, რომლის ტრანსლირებაც რუსთავი 2-ის პირდაპირი
ეთერით მოხდა.
სამი საათის განმავლობაში ქართველმა მაყურებელმა
კიდევ ერთხელ იხილა საუკეთესო ნომრები "იავნანას" კონცერტებისდან
ლეგენდარული მსახიობებისა და მომღერლების შესრულებით. პროექტში
მონაწილეობა მიიღეს: მედეა ჩახავამ, ნანი ბრეგვაძემ, ბუბა კიკაბიძემ, კახი
კავსაძემ, გურამ საღარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, ზინა კვერენჩხილაძემ, ნატო
მეტონიძემ, "ქართულმა ხმებმა" და სხვა. კონცერტში მონაწილეობის მისაღებად
ერთი დღით ჩამოვიდა მსოფლიოში აღიარებული სოპრანო მიშელ კრაიდერი.
|
| |
| |
|
2009
წლის 4 იანვარს პააატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდმა "იავნანამ"
საქველმოქმედო კონცერტი გამართა მსოფლიოში აღიარებული ქართველი სოლისტების
მონაწილეობით. ჯუზეპე ვერდის ცნობილი ოპერა "ნაბუქო" თბილისის ოპერის
თეატრში პირველად შესრულდა (საკონცერტო შესრულება) და მიეძღვნა სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის
დაბადების დღეს.
დიდი მღვდელმთავარის ზაქარიას პარტია პაატა
ბურჭულაძემ შეასრულა, პროექტში მონაწილეობისთვის მხოლოდ ერთი დღით მთელი
მსოფლიოდან ჩამოვიდნენ აღიარებული ქართველი სოლისტები ზურაბ სოტკილავა,
ლადო ათანელი, ნინო სურგულაძე და ნანა ქავთარაშვილი.
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმფონიურ ორკესტრს დირიჟორობდა ზაზა
აზმაიფარაშვილი. კონცერტში მონაწილეობდა ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი.
შემოსული თანხა ობოლ და მშობლების მზრუნველობასმოკლებულ ბავშვებს
მოხმარდა. საღამოს დასასრულს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან 2 ოჯახს
გადაეცა ბინის გასაღები.
4 იანვრიდან ოზურგეთის რაიონის, სოფელ ცხემლისხიდში საკუთარ სახლში
ცხოვრობს ძაგანიების 7 შვილიანი ოჯახი. მრავალშვილიან ოჯახს სახლის
გასაღები საქველმოქმედო საღამოს მასპინძელმა კობა ნაყოფიამ გადასცა.
ქურიძეების 10 შვილიანი ოჯახისათვის საკუთარი სახლი საღამოს გენერალურმა
სპონსორმა "შირნხოფერმა" შეიძინა ქალაქ ლანჩხუთში.
საქველმოქმედო აქციის მხარდამჭერი კომპანია "ელიტ ელექტრონიქსი"
პროექტის მასპინძლები კომპანია "ვისოლი" და "ახალი ქსელები"
|
| |
| |
|
ნოდარ დუმბაძე 80 წლის იუბილე
 2008
წლის 25 დეკემბერს პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა
"იავნანამ" მარჯანიშვილის თეატრში დიდი ქართველი მწერლის ნოდარ დუმბაძის
80 წლის იუბილესადმი მიღვნილი საღამო გამართა, რომელშიც მონაწილეობდენ
პაატა ბურჭულაძე, მედეა ჩახავა, გივი ბერიკაშვილი, ოთარ მეღვინეთუხუცესი,
გია ბურჯანაძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ზაზა კოლელიშვილი, სულიკო კოროშინაძე,
დიმა ჯაიანი, ჯანსუღ ჩარკვიანი, დათო გელაძე და სხვა.
პროექტში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა ჰოლივუდში მოღვაწე ქართელი მსახიობი ლევან უჩანეიშვილი.
შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდა, საღამოს დასასრულს
ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 9 შვილიან ანდღულაძეების
ოჯახს. 25 დეკემბრიდან ოჯახი ცხოვრობს ნოდარ დუმბაძის მშობლიურ სოფელში და
შვილებს აღარასოდეს მოუწევთ დედასთან განშორება.
"მითანა" პროექტის პარტნიორი.
პროექტის წარმომდგენი ელიტ ელექტრონიქსი.
|
| |
| |
25 სექტემბერს სპორტის სასახლეში გრანდიოზული საქველმოქმედო აქცია გაიმართა
25 სექტემბერს
აგვისტოს მოვლენების შედეგად დაობლებული ბავშვების დასახმარებლად
მსოფლიოში აღიარებული საოპერო მომღერლებმა ვერდის "რექვიემი" შეასრულეს.
აქციაში პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ ოლგა რომანკო-პრიმავერა
(სოპრანო), ლუჩიანა დინტინო (მეცო-სოპრანო), რამონ ვარგასი (ტენორი)
პროექტის ორგანიზატორები – ფონდი "იავნანა", "თი ბი სი" ფონდი,
ელიტ-ელექტრონიქსი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის
სამინისტრო და თბილისის მერია.
|
| |
| |
|
თბილისის
ოპერისა და ბალეტის თეატრში პაატა ბურჭულაძის სასცენო მოღვაწეობის 30
წლისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. კონცერტში
მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი
ლეგენდარული იური ტემირკანოვის ხელმძღვანელობით.
საქველმოქმედო
კონცერტის დასასრულს 4 მრავალშვილიან ოჯახს საკუთარი სახლის გასაღები
გადაეცა. "ვითიბი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზაზა სიორიძემ
6 შვილის დედას ლელა გეგეშიძეს შეუძინა საკუთარი სახლი. სიგუების
მრავალშვილიან ოჯახს ბინა გადასცა სააქციო საზოგადოება "მადნეულის"
გენერალურმა დირექტორმა მანუჩარ ახალაიამ. მრავალშვილიან დედას ირინა
კვაჭაძეს, თი-ბი-სი ჯგუფის პრეზიდენტის მამუკა ხაზარაძის სახელით ბინის
გასაღები "თი-ბი-სი" ჯგუფის პარტნიორი კომპანია "ჯი-არ-დი-სის"
წარმომადგენელმა თამარ კირვალიძემ გადასცა. ფონდ "იავნანას" ერთგული
მეგობრის გიორგი თავაძის მიერ შეძენილი ბინის გასაღები 6 შვილის დედას
მარიკა მამაიაშვილს მაესტრო იური ტემირკანოვმა გადასცა.
მაია თომაძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა თბილისის სახელმწიფო
კონსერვატორიის სტუდენტებს სოფო მჭედლიშვილსა და გოჩა აბულაძეს.
სტიპენდიები დააწესა მაია თომაძის ვაჟმა გიორგი რუხაძემ.
ფონდ იავნანას მეგობრების ნადია და ალექსის სიკორსკების მიერ ნაჩუქარი
კომპიუტერები საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარჩინებულ
სტუდენტებს გადაეცათ.
საქველმოქმედო კონცერტიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი ნიჭიერი ახალგაზრდა
პიანისტის დავით ალადაშვილის სწავლის დაფინანსებას მოხმარდა. ის არის
პირველი ქართველი პიანისტი, რომელიც ჯულიარდის კონსერვატორიაში ისწავლის.
|
|
|
2
მაისს ფონდმა "იავნანამ" საქველმოქმედო კონცერტი ქალაქური მელოდიები
ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გამართა. კონცერტში
მონაწილეობდნენ მედეა ჩახავა, გურამ საღარაძე, კახი კავსაძე, ბუბა
კიკაბიძე, უფროსი თაობის "ქართული ხმები".ფონდის აქციაში ამჯერად,
ქუთაისელი მაყურებელი იღებდა მონაწილეობას. საღამოს დასასრულს ბინის
გასაღები გადაეცა სოციალურად დაუცველ 7 შვილიან დიდბარიძეების ოჯახს.
მშობლებს უსახლკარობისა და მძიმე პირობების გამო, ბავშვთა სახლში ჰყავდათ
შვილები მიბარებული. 2 მაისიდან ბავშვებს საკუთარი სახლი აქვთ და მათ
აღარასოდეს მოუწევთ დედასთან განშორება. მრავალშვილიან ოჯახს ასევე
საჩუქრად გადაეცა საყოფაცხოვრებო ნივთები. 6 წარჩინებულ სტუდენტს საჩუქრად გადაეცა კომპიუტერი.
საქველმოქმედო კონცერტს ესწრებოდა ფონდის მეგობარი, სახელგანთქმული გალინა
ვიშნევსკაია ქალიშვილ ოლგა როსტროპოვიჩთან ერთად.
პროექტის მასპინძელი გახლდათ იავნანას აქტიური მხარდამჭერი, მეცენატი ბადრი კაკაბაძე.
|
|
| |
| |
|
12
მარტს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის
სპექტაკლში "აიდა" ამნერისის პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა
მეცო-სოპრანო დოლორა ზაჯიკმა. დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
საქველმოქმედო
სპექტაკლის დასასრულს ფონდ “იავნანას” მიერ შეძენილი ბინა გადაეცა ფონდ
“პირველ ნაბიჯს” ოჯახური ტიპის ცენტრში ოთხი შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე ბავშვი მომვლელებთან ერთად იცხოვრებს.
|
| |
|
26-27
თებერვალს ფონდმა “იავნანამ” და თბილისის მერიამ მარჯანიშვილის თეატრში
ერთობლივი პროექტი წარმოადგინეს. “ქალაქური მელოდიების” მთავარი ამბავი
საღამოში მონაწილეობისთვის ლოს-ანჯელესიდან და გერმანიიდან საგანგებოდ
ჩამოსული ორი ქართველი მსახიობის ლევან უჩანეიშვილისა და რეზო
ჩხიკვიშვილის ერთღიან თბილისურ ვოიაჟს ასახავდა. თეატრალიზირებულ
სანახაობაში ქართველ მსახიობთა და მომღერალთა მთელი თანავარსკვალვედი
მონაწილეობდა: გურამ საღარაძე, მედეა ჩახავა, ბუბა კიკაბიძე, ნატო
მეტონიძე, მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, აჩიკო ნიჟარაძე,
ნეკა სებისკბერაძე. “ქალაქურმა მელოდიებმა” ის მომღერლებიც გააერთიანა,
ვინც მსმენელისთვის მხოლოდ ხმით იყო ცნობილი და სცენაზე არასოდეს არავის
ენახა მიშიკო შენგელია, ვანიკო მაჟავარიანი, გურამ კალანდაძე, ივიკო
საყვარელიძე. სცენარის მიხედვით საღამოს დასასრულს ყველა მონაწილე ივიკო
საყვარელიძის დაბადების დღეს აღნიშნავდა. მოწვეულ სტუმართა შორის ძველი და
ახალი თაობის “ქართული ხმებიც” იყვნენ. ლეგენდარული ზაურ ბოლქვაძის, გია
ჭირაქაძის, გურამ თამაზაშვილის და ანსამბლის სხვა წევრების გამოჩენამ
მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაცია გამოიწვია. ამ საღამოზე პაატა
ბურჭულაძეც უჩვეულო ამლუაში გამოდიოდა, მან გოგი ცაბაძის “ქუჩა, ქუჩა
ალუბლებს” შეასრულა. “ქალაქური მელოდიების” დასასრულს ორ მრავალშვილიან
ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები. “პოპულის” სუპერმარკეტებში განთავსებულ
“იავნანას” ყულაბებში მოქალაქეთა შემოწირულობით ფონდმა შვიდშვილიან ოჯახს
შეუძინა ბინა, რომლის გასაღებიც ბერიანიძეების “პოპულის” მარკეტინგის
დირექტორმა გადასცა. საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი
გადაეცა ქალბატონ ქეთევან შაბალაიძეს. ექვთიმე, თინათინი და ნატო წყნეთის
ბავშვთა სახლიდან დაუბრუნდნენ საკუთარ დედას. ეს ბინა “იავნანამ” კომპანია
ბაგრატიონის მიერ ჩატარებული აქციის შედეგად შეიძინა. გასაღები შამპანური
“ბაგრატიონის” სახელით შაბალაიძეების ოჯახს ქალბატონმა მედეა ჩახავამ
გადასცა. პროექტის ავტორი თეონა ჯორბენაძე. რეჟისორები გია კიტია,
ლევან წულაძე. მხატვარი დავით აფციაური. საქველმოქმედო სპექტაკლის
დასასრულს საკუთარი ორსართულიანი სახლი ხეხილიანი ეზოთი გადაეცა ქეთევანს
შაბალაიძეს, რომელმაც 3 შვილი ექვთიმე, თინათინ და ნატო წყნეთის ბავშვთა
სახლიდან დაიბრუნა. ბინის გასაღებს კომპანია “ბაგრატიონის” სახელით
გადასცა მსახიობმა მედეა ჩახავამ.
|
| |
|
26
თებერვალს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში კომპანია “მეტეხი ჯგუფისა” და
თბილისის მერიის თანადგომით გაიმართა თბილისისადმი მიძღვნილი წიგნის
პრეზენტაცია. წიგნის სახელწოდებაა “პოეტების სამეფო” თბილისი ქართულ
პოეზიაში, გამოცემაში შესულია თითქმის ყველა ავტორის საუკეთესო ლექსი
თბილისზე არჩილ მეფედან დღემდე და ცნობილი მხატვრების ცნობილი
ილუსტრაციები. პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ცნობილი
ქართველი პოეტები და გამოცემაში შესულ ავტორთა მემკვიდრეები. პრეზენტაციის
დასასრულს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 10 საუკეთესო
სტუდენტი დაჯილდოვდა კომპიუტერით.
|
| |
|
2007 წლის 29
დეკემბერს სავაჭრო ცენტრის “ჯი-თი-სი” დარბაზში თამრიკო ჭოხონელიძის
სტუდიის აღსაზრდელთა საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა, საღამოში
მონაწილეობა მიიღეს “მომავლის სახლის” აღსაზრდელებმაც.
“ჯი-თი-სის”
გენერალურმა დირექტორმა თათა სახელაშვილმა ბავშვებს სავაჭრო ცენტრში
განთავსებული მაღაზიებისა და სუპერმარკეტთა ქსელის “პოპულის” მიერ
მომზადებული საშობაო საჩუქრები გადასცა.
|
| |
| |
14
დეკემბერს პაატა ბურჭულაძის მოწვევით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
ქალიშვილთან მონსერატ მარტისთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი გამართა
საოპერო ხელოვნების ლეგენდამ მონსერატ კაბალიემ.
აქციაში
მონსერატ კაბალიეს პირადი ინიციატივით მონაწილეობდა თბილისის
კონსერვატორიის მე-4 კურსის სტუდენტი მარიკა გულორდავა,ოპერისა და ბალეტის
თეატრის სიმფონიური ორკესტრს დირიჟორობდა ცნობილი ესპანელი მაესტრო ხოსე
კოლადო. ამ დღეს სამ მრავალშვილიან ოჯახს გადაეცა ბინის გასაღები, 28 ბავშვი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს.საღამოს უძღვებოდა ნინო არაზაშვილი.
მხატვარი დავით აფციაური. რეჟისორი გია კიტია
გენერალური სპონსორი “საქართველოს ბანკი”
|
| |
| |
|
8 ოქტომბერს
თბილისის ოპერის თეატრში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
უწმიდესისა და უნეტარესის ილია II აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილი
საქველმოქმედო საღამო გაიმართა. შესრულდა
კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლები, რომელთა ფონზე
ლეგენდარულმა ქართველმა მსახიობმა ზინა კვერენჩხილაძემ ქართული პროზისა და
პოეზიის შედევრები წაიკითხა. საღამოს მეორე ნაწილი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის
“ეგმონტს” დაეთმო, სოპრანოს პარტია შეასრულა ჩაიკოვსკისა და მონსერატ
კაბალიეს კონკურსების ლაურეატმა - მარიკა გულორდავამ.
|
| |
| |
|
2007
წლის 3 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 90 წლის იუბილესთან
დაკავშირებით გაიმართა პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო სოლო კონცერტი.
კონცერტმაისტერი ლუდმილა ივანოვა. კონცერტის დასასრულს ბიზნესმენ
გოგი თოფაძის მიერ შეძენილი ბინის გასაღები გადაეცა მზია ნადირაძეს,
რომელმაც სამი ვაჟი დაიბრუნა რუსთავის ბავშვთა სახლიდან. მაია თომაძის
სახელობის სტიპენდია დაენიშნა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის
წარჩინებულ სტუდენტს.
|
| სპონსორი მინისა და მინერალური წყლების კომპანია "ბორჯომი" |
| |
| |
|
2007 წლის 14 ივნისს ფონდმა
"იავნანამ" "წიგნის საერთაშორისო მე-9 ფესტივალში" მიიღო მონაწილეობა.
პაატა ბურჭულაძის ფონდის მოწოდებას "ერთად გადავარჩინოთ მომავალი"ცნობილი
ქართველი მწერლები შეუერთდნენ. ჭაბუა ამირეჯიბმა, გურამ დოჩანაშვილმა,
ოთარ და თამაზ ჭილაძეებმა, ანა კალანდაძემ, ჯანსუღ ჩარკვიანმა, მუხრან
მაჭავარიანმა, გოდერძი ჩოხელმა, დავით მაღრაძემ და სხვა გამოჩენილმა
მწერლებმა. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერად ფონდ "იავნანას"
თავიანთი წიგნები შესწირეს. აქციას მხარი დაუჭირეს გარდაცვლილ მწერალთა -
ნოდარ დუმბაძის, არჩილ სულაკაურის, მორის ფოცხიშვილის, გურამ ფანჯიკიძის
და სხვათა ოჯახებმა და გამომცემლობებმა - "აზრი", "პაატა ნაცლიშვილის
გამომცემლობა", "ბაკმი", "საქართველოს ი.ჭავჭავაძის სახელობის წიგნის
მოყვარულთა საზოგადოება". გარდა მაღალმხატვრული ღირებულებისა ამ
გამოცემებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა მწერალთა ავტოგრაფები,
რაც ცნობილმა ავტორებმა თითოეული წიგნის პირველ გვერდზე საგანგებოდ ამ
აქციისთვის დატოვეს. შემოსული თანხით 1 წლის მანძილზე ყოველთვიური
სტიპენდია დაენიშნა რამდენიმე წარჩინებულ მოზარდს.
|
| |
| |
| |
|
2007 წლის 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ფონდ "იავნანას"
მოწვევით, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში საქველმოქმედო კონცერტი
გამართა მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ალექსანდრე
კორსანტიამ. პროექტში მონაწილეობა მიიღო ოპერის თეატრის სიმფონიურმა
ორკესტრმა, დირიჟორი - ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი
დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი. კონცერტი გადაიცემოდა საზოგადოებრივი
მაუწყებლის პირდაპირი ეთერით, საღამოს უძღვებოდა - ნინო ნოდია.
საქველმოქმედო აქციის დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა სოციალურად
დაუცველ 3 ოჯახს. პროექტი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის
"იუნისეფის", კომპანიების: "ელიტ ელექტრონიქსის", "ბორჯომის" და "თიბისი"
ბანკის თანადგომით .
|
| |
| |
|
2007
წლის 16 მაისს "ქართული სეზონის" ეგიდით, ფონდ "იავნანასა" და ესპანეთში
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, "TEATRO ALBENIZ"-ში გრანდიოზული
საქველმოქმედო გალა-კონცერტი გაიმართა. Gგალა-კონცერტში მონაწილეობისთვის
მადრიდში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ აღიარებული ქართველი
შემსრულებლები - "იავნანას" დამაარსებელი პაატა ბურჭულაძე, ცნობილი
სოპრანო თამარ ივერი, მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი ბადრი მაისურაძე,
მეცო-სოპრანო თეა დემურიშვილი, მსოფლიოს უდიდესი პიანისტი ლექსო თორაძე,
ინგოშტატის ქართული კამერული ორკესტრი, დირიჟორი არიელ ცუკერმანი, ქართული
ნაციონალური ბალეტი «სუხიშვილები», საქართველოს ეროვნული მუსიკალური
ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკა მემანიშვილი, ანსამბლი «ფესვები»,
სოლისტები - გივი ჭიჭინაძე, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე და მარიამ
როინიშვილი. კონცერტს, რომელიც მადრიდის "TEATRO ALBENIZ"-დან
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა უძღვებოდა
საქართველოში დაბადებული ესპანელი მანუელ ფაუნდეს-ბარადა. შემოსული თანხით
"იავნანამ" ბინა შეუძინა ქისტაურების ოჯახს. პროექტი განხორციელდა
საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს, მადრიდის
მერიის, ესპანეთში საქართველოს საელჩოს, კომპანიების: "ელიტ
ელექტრონიქსის", "ვისოლის", "ბადაგონის", ბიზნესმენების ბადრი კაკაბაძისა
და დიმიტრი მჭედლიძის თანადგომით.
|
| |
| |
|
2007
წლის 17 აპრილს ფონდ "იავნანასა" და მარჯანიშვილის თეატრის ერთობლივი
ორგანიზებით დაიდგა სპექტაკლი "სესილია", რომელიც ლეგენდარული მსახიობის
სესილია თაყაიშვილის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. რეჟისორები: ლევან წულაძე
და გია კიტია, სპექტაკლში მონაწილეობდა მარჯანიშვილის თეატრის მთელი დასი
და ჰოლივუდში მოღვაწე მსახიობი ლევან უჩანეიშვილი, რომელიც პაატა
ბურჭულაძის მოწვევით აქციის მხარდასაჭერად, რამდენიმე დღით ჩამოვიდა
საქართველოში. შემოსული თანხით "იავნანამ" ბინა შეუძინა 5 შვილის დედას
დოდო მარაქველიძეს.
|
| გენერალური სპონსორი - ბადრი კაკაბაძე და "მეტეხი ჯგუფი", მხარდამჭერი -"ელიტ ელექტრონიქსი |
| |
|
2007
წლის 10 იანვარს თელ-ავივში საქართველოსა და ისრაელის
მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად მსოფლიოში აღიარებულმა
ქართველმა შემსრულებლებმა გალა-კონცერტი გამართეს. კონცერტში მსოფლიო
ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად მონაწილეობდნენ: ალექსანდრე კორსანტია,
ბადრი მაისურაძე, თეა დემურიშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე,
საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი - ნიკა
მემანიშვილი, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, მორის ჯანაშვილი, ნეკა
სებისკვერაძე, ანსამბლი "ქართული ხმები" და ბავშვთა ქორეოგრაფიული
ანსამბლი "შეჯიბრი". საღამო ორ ენაზე მიმდინარეობდა და მას უძღვებოდა
ჟურნალისტი ნინო აბესაძე. გალა-კონცერტი ტელეკომპანია "იმედისა" და
ისრაელში მაუწყებელი ქართული ტელეარხის GTV-ის პირდაპირი ეთერით
გადაიცემოდა. შემოსული თანხით "იავნანამ" ხუთშვილიანი ოჯახისათვის შეიძინა
ბინა.
|
| გენერალური სპონსორი - თემურ საპირი, მხარდამჭერი -"ელიტ ელექტრონიქსი". |
| |
| |
|
2006
წლის 13 ნოემბერს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში
"იავნანას" ეგიდით საქართველოს სახალხო არტისტის გურამ საღარაძის
შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საქველმოქმედო საღამოს მთლიანი შემოსავალი
მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდა. საქართველოს კულტურის, ძეგლთა
დაცვისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საღამოს დასასრულს,
რუსთაველის თეატრის წინ ლეგენდარული მსახიობის გურამ საღარაძის ვარსკვლავი
გაიხსნა. საღამო გადაიცემოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით.
აქციის დასასრულს ბინის გასაღები გადაეცემა 6 შვილის დედას ქ-ნ ნანა
ხატიაშვილს, რომელმაც 3 ბავშვი დაიბრუნა წყნეთის ბავშვთა სახლიდან.
|
| გენერალური სპონსორი - "ელიტ ელექტრონიქსი" |
| |
| |
|
2006
11 აგვისტოს "იავნანას" ეგიდითა და აჭარის ტელევიზიის თანადგომით, ბათუმის
დრამატულ თეატრში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამო 5 ტელეარხის
პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. მონაწილეობდნენ: ნანი ბრეგვაძე, სოფიკო
ჭიაურელი, პაატა ბურჭულაძე, ეკა მამალაძე, ნიკუშა შენგელაია, ნინო
არაზაშვილი, ნატალია კიკაბიძე, "ქართული ხმები", აჩიკო ნიჟარაძე, ნატალია
ქუთათელაძე, მარინა სალუქვაძე, ბათუმის სიმფონიური ორკესტრი, დირიჟორი -
დავით მუქერია. საღამოს დასასრულს ბინის გასაღები გადაეცა მიქელაძეების
მრავალშვილიან ოჯახს, მათ სამი შვილი დაიბრუნეს სალიბაურის ბავშვთა
სახლიდან.
|
| გენერალური სპონსორი - "ელიტ ელექტრონიქსი" |
| |
| |
|
2006
წლის 26 ივნისს პაატა ბურჭულაძის მოწვევით,"იავნანას" აქციაში
მონაწილეობისთვის თბილისის ოპერის თეატრში სპექტაკლში "აიდა", აიდას
პარტია შეასრულა მსოფლიოში აღიარებულმა სოპრანომ მიშელ კრაიდერმა.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობა მიიღეს მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტმა
ბადრი მაისურაძემ და "იავნანას" დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ. დირიჟორი
- ზაზა აზმაიფარაშვილი, დამდგმელი რეჟისორი - დავით საყვარელიძე. შემოსული
თანხით "იავნანამ" ბინა შეუძინა ახალქალაქის ინვალიდ ბავშვთა სახლში
გაზრდილ ახალ დაქორწინებულ წყვილს - ანას და გოჩას და ცანავების
ხუთშვილიან ოჯახს.
|
| გენერალური სპონსორი - "ელიტ ელექტრონიქსი" |
| |
| |
|
2006
წლის 24 მაისს საქართველოს სახალხო არტისტის თენგიზ სუხიშვილის
ინიციატივით ფონდ "იავნანას" მხარდასაჭერად თბილისის ოპერის თეატრში
ქართული ნაციონალური ბალეტის - "სუხიშვილების" კონცერტი გაიმართა.
კონცერტი ტელეკომპანიის "მზე" და საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი
ეთერით გადაიცემოდა. საღამოს უძღვებოდნენ ჟურნალისტები: მარინა სალუქვაძე,
ინგა გრიგოლია, ეკა ხოფერია. შემოსული თანხით "იავნანამ" ბინა შეიძინა
ჭუმბურიძეების ოჯახისთვის, დედ-მამას უკიდურესი გაჭირვებისა და
უსახლკარობის გამო, 6 შვილი წყნეთის ბავშვთა სახლში ჰყავდათ მიბარებული.
საღამოს დასასრულს 6 ბავშვი დაუბრუნდა ჭუმბურიძეების ოჯახს.
|
| გენერალური სპონსორი - "ელიტ ელექტრონიქსი" |
| |
| |
|
2006
წლის 3 მარტს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ "იავნანასა" და
ტელეკომპანიის "მზე" ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო
კონცერტი გაიმართა, საღამოში მონაწილეობდნენ ცნობილი დედა-შვილები: სოფიკო
ჭიაურელი და ნიკუშა შენგელაია, თამრიკო ჭოხონელიძე და მარიამ როინიშვილი,
ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ირმა სოხაძე და ნატუკა ასათიანი,
ნიკა მემანიშვილი და ლამარა ისაკაძე, ინგა ბერიძე და გიგი გეგელაშვილი.
აგრეთვე, გურამ საღარაძე, მურმან ჯინორია, სტუ ვაჟთა სახალხო კაპელა
ციცინო ფალავანდიშვილის ხელმძღვანელობით. საღამოს, რომელიც ტელეკომპანიის "მზე"
პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, უძღვებოდა ჟურნალისტი მარინა სალუქვაძე,
რეჟისორი - გია კიტია. ტელემარათონის დასასრულს, მაყურებელთა ზარებით
შემოსულმა თანხამ 10 000 ლარი შეადგინა. 2006 წლის 3 მარტს შეიქმნა
"იავნანა" პირველი სამი სამეგობრო, ბავშვთა სახლიდან ამ დღეს 5 ბავშვი
დაუბრუნდა საკუთარ დედასა და ოჯახს.
|
| საღამოს გენერალური სპონსორი - "ცენტრ-პოინტი". |
| |
| |
|
2005
წლის 11 დეკემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდმა "იავნანამ"
ვერდის "რეკვიემი" წარმოადგინა. მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
მხარდასაჭერად პროექტში მსოფლიო ბანთან პაატა ბურჭულაძესთან ერთად
მონაწილეობა მიიღეს: მოსკოვის დიდი თეატრის საოპერო დასის სამხატვრო
ხელმძღვანელმა - მაყვალა ქასრაშვილმა, ნატო ჭყონიამ, დიდი თეატრის
სოლისტმა ბადრი მაისურაძემ, თბილისის ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელმა და
მთავარმა დირიჟორმა ზაზა აზმაიფარაშვილმა, ოპერის თეატრის სიმფონიურმა
ორკესტრმა და გუნდმა. შემოსული თანხით "იავნანამ" ბინა შეუძინა დედა-შვილს
ნინო და გიორგი ფრანგიშვილებს, რომლებიც უსახლკარობის გამო, წლების
მანძილზე "მომავლის სახლში" ცხოვრობდნენ.
|
| გენერალური სპონსორი - ზაზა სიორიძე |
| |
| |
2005 წლის 17 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "იავნანას" ეგიდით ნაჩვენები იქნა სპექტაკლი "დონ კარლოსი".
პაატა ბურჭულაძის
მოწვევით სპექტაკლში ფილიპის პარტია შეასრულა ლეგენდარულმა ბანმა ფერუჩო
ფურლანეტომ. დასასრულს ბინის გასაღები გადაეცათ ძეგვის ბავშვთა სახლის
აღსაზრდელებს ძმებ - მენთესაშვილებს.
|
| |
| |
| |
|
2005
წლის 15 სექტემბერს მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში,
საქართველოში იტალიის საელჩოსა და ელჩის ფაბრიციო რომანოს მხარდაჭერით
საქველმოქმედო საფორტეპიანო კონცერტი გამართა ახალგაზრდა პოპულარულმა
პიანისტმა ელიზაბეტა მანჯულომ
|
| |
| |
| |
|
2005
წლის 27 მაისს თბილისის ფილარმონიაში გაიმართა მრავალხმიანი სიმღერის
საღამო. მონაწილეობდნენ: თამრიკო ჭოხონელიძე, ნუკრი კაპანაძე, მარიამ
როინიშვილი, ანსამბლები "თბილისი" და "ქართული ხმები", ესტონური გუნდი
"საკალა". საღამოს უძღვებოდა მსახიობი გია ბურჯანაძე. შემოსული თანხით
დაფინანსდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა
80 კაციანი ჯგუფის მოგზაურობა საბერძნეთის ქალაქებში. პროექტი
განხორციელდა ქალაქ ათენის მერიის, საერთაშორისო ორგანიზაცია "არგოს" და
მისი მენეჯერის როზა იოსიფიდის თანადგომით. საღამოს
|
| გენერალური სპონსორი - ვანო ჩხარტიშვილი |
| |
| |
| |
2005
წლის 27 აპრილს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მზრუნველობამოკლებული
ბავშვების დასახმარებლად გალა-კონცერტი გამართეს მოსკოვის დიდი თეატრის
სოლისტებმა: ვლადიმირ მატორინმა, ზურაბ სოტკილავამ, მაყვალა ქასრაშვილმა,
ანა აგლატოვამ, ირინა მაკაროვამ, დაინიუს სტუმბრასმა. შემოსული თანხით
დაფინანსდა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა მოგზაურობა სლოვაკეთში, სადაც მათ
მასპინძლობა გაუწია "იავნანას" ერთგულმა მხარდამჭერმა - ნოდარ გიორგაძემ.
|
| საღამოს გენერალური სპონსორი - ვლადიმერ ზავადნიკოვი. |
| |
| |
|
2005
წლის 1 აპრილს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გერმანიის
ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ინიციატივით
"იავნანას" მხარდასაჭერად ქალაქ ბერლინში საქველმოქმედო საღამო გაიმართა.
საღამოში მონაწილეობა მიიღეს პოპულარულმა ქართველმა მომღერალმა ქეთი
მელუამ და დიზაინერმა თამარ ინგოროყვამ. შემოსული თანხით გურჯაანის
ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვთა სახლის სამრეცხაო კორპუსი
გარემონტდა. კომპანია "სიმენსმა" კი აქციის ფარგლებში, ზემოაღნიშნულ
ბავშვთა სახლში სარეცხი მანქანები დაამონ ტა ჟა.
|
| |
| |
| |
2005
წლის 20 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში
მზრუნველობამოკლებული ბავშვების მხარდასაჭერად საქართველოს სახალხო
არტისტმა ვახტანგ კიკაბიძემ სოლო-კონცერტი გამართა.
საღამოს
დასასრულს გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილბავშვთა
რეანიმაციას მართვითი სუნთქვის აპარატი გადაეცა. ამჟამად, "იავნანას"
აპარატით ერთდროულად 4 ახალშობილს მიეწოდება ჟანგბადი.
|
| |
| |
| |
2005
წლის 18 იანვარს საქართველოს სახალხო არტისტმა სოფიკო ჭიაურელმა თბილისის
ოპერისა და ბალეტის თეატრში ფონდ "იავნანას" საქმიანობის მხარდა საჭერად, შემოქმედებითი საღამო გამართა.
შემოსული თანხით ფონდმა ხაშურის რაიონში, ბინა შეუძინა მიტოვებულ ვაგონში მცხოვრებ ნოზაძეების ოჯახს .
|
| |
| |
| |
2004
წლის 29 ოქტომბერს "იავნანას" მხარდასაჭერად საქართველოს სახალხო არტისტის
ნანი ბრეგვაძის ინიციატივით, გაიმართა კონცერტი "სამი თაობა", რომელშიც
მონაწილეობდნენ ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე.
საღამოს
დასასრულს ბინის გასაღები გადაეცათ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს,
შეყვარებულ წყვილს დენის და იანა რომანოვებს, ერთი წლის თავზე დაიბადა
"იავნანას" პირველი შვილი ეკა.
|
| |
| |
| |
|
2004
წლის ივლისში, ფონდ "იავნანას" ეგიდით თბილისის ოპერისა და ბალეტის
თეატრში პირველი საქველმოქმედო სპექტაკლი გაიმართა. ვერდის "დონ კარლოსში"
მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად მეფე ფილიპის არია ფონდ
"იავნანას" დამაარსებელმა პაატა ბურჭულაძემ შეასრულა. სპექტაკლის
დასასრულს ფონდმა ცნობილი ქართველი მხატვრისგან ზურაბ წერეთლისგან 20 000
აშშ. დოლარის ოდენობით პირველი შემოწირულობა მიიღო. მხატვარმა სოტბის
აუქციონზე გაყიდული ნამუშევრის "წმინდა გიორგის" თანხა მთლიანად
"იავნანას" უსახსოვრა.
|
|
|
|
 |
|